• რეკლამა
  • კონტაქტი
07:14, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გენიალური” გეგმის ავტორებს გამოეპარათ ერთი ნიუანსი” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:52 10-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23,352

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგინე, დავით ზურაბიშვილი:

ორიოდ სიტყვით კობახიძის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე.
რეფორმის კონცეფციაში ზოგადი შეფასება-მიმოხილვების გარდა არის რამდენიმე საკვანძო პუნქტი. ყველა მათგანის ერთად განხილვა ძალიან დიდი ადგილს დაიჭერს, ამიტომ. აქ შევეხები მხოლოდ ერთ პუნქტს, დანარჩენზე კი სხვა დროს მოგახსენებთ.
კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო პუნქტი არის “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი” პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ თუ ქალაქში არის რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაშინ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ერთი და იგივე ფაკულტეტები. მაგალითად თბილისში არის ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტი და ოთხივეს აქვს იურიდიული ფაკუკლტეტი. ამ რეფორმის შედეგად სამ უნივერსიტეტს ეს ფაკულტეტები უნდა ჩამოერთვას და გადაეცეს მხოლოდ ერთს. როგორ მოხდება იმ ერთი რჩეულის შერჩევა? როგორც კობახიძემ გვითხრა, ფაკულტეტების განაწილება მოხდება “აკადემიური ტრადიციების” მიხედვით, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს წაიღებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტი (თსუ). ყველა სხვა უნივერსიტეტი ხომ მასზე ბევრად გვიანაა დაარსებული და შესაბამისად ტრადიციებიც უფრო ხანმოკლე აქვთ?
რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს ასეთ პრინციპს? აქ სრული კატეგორიულობით შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად არანაირი. ეს არავითარ აკადემიურ სტანდარტში არ ჯდება. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ არსებობს და აზრადაც არ მოუვა არავის თავში ამის გაკეთება, რადგან ეს, ჯერ ერთი, აკადემიური თავისუფლების სერიოზული ხელყოფაა, და, გარდა ამისა, ეს გამოიწვევს უკვე არსებული აკადემიური ინსტიტუტების და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის რყევას და მოშლას.
ამგვარი გადაწყვეტილების გამართლება საკმაოდ დაუფარავად ხდება იმ პოლიტიკური მოტივით, რომ ზოგიერთი უნივერსიტეტი არა მარტო ნაცების ბუდეა, არამედ გადაქცეულია ნაცების გამომშვებ კონვეიერად. ძირითადად აქ გულისხმობენ ხოლმე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და საქართველოს უნივერსიტეტს. ასევე თავისუფალ უნივერსიტეტსაც. თავი დავანებოთ იმას, რომ ასეთი დამოკიდებულება უნივერსიტეტების მიმართ (“ნაცების ბუდე” და ა.შ.) თავისთავად არის უკიდურესი ქაჯობა და მდაბიოობა, ეს ასევე არ არის სიმართლე და ელემენტარულად ტყუილია. პირიქით, აკადემიურ სივრცეში დასაქმებულებს თუ ავიღებთ, ლექტორებს, მასწავლებლებს და ა. შ., განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იქ ხელისუფლების მომხრეებიც საკმაოდ არიან, თუ უმრავლესობაში არა და კობახიძის ეს ვითომდა ანტინაცური ღონისძიება, მათაც უშუალოდ შეეხებათ.
პირადად მე თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი” პრინციპი მოგონილ იქნა მხოლოდ და მხოლოდ ილიაუნის გასაუქმებლად, რაც უნდა გამოიხატოს იმაში, რომ მას ჩამოერთვას ფაკულტეტთა უმრავლესობა და მიუერთდეს თსუ-ს. შენობების დიდი ნაწილი, კი, როგორც მოგვახსენა ბ-ნმა კონბახიძემ, გაიყიდოს.
აი, ასეთი “გენიალური” გეგმაა მოფიქრებული. ოღონდ რამდენადაც ამ რეფორმის კომისიაში სულ ისეთი ხალხი იყო შესული, რომელთაც ფრიად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ განათლების სისტემაზე, მათ გამოეპარათ ერთი ნიუანსი: ეს პრინციპი არ ეხება მარტო ილიას უნივერსიტეტს, სადაც სხვათა შორის ხელისუფლების მხარდამჭერი ლექტორებიც არიან, არამედ ეხება ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტს და შესაძლოა სოხუმის უნივერსიტეტსაც, რომელიც თბილისშია განთავსებული. ასევე ამ პრინციპით სამედიცინო ფაკულტეტი დარჩება ალბათ მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტს. თეატრზე და კინოზე კურსები წაიკითხება მხოლოდ თეატრალურ უნუივერტსიტეტში და ა. შ. ინტერდისციპლინარულ საგნებს და კურსებს რა უყონ, ეს ჯერ რეფორმის წევრებმა არ იციან, ეჭვი მაქვს, არც ის იციან ეს “ინტერდისციპლინარული” საერთოდ რას ნიშნავს.
აქედან გამომდინარე თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთი ფაკულტეტის პრინციპის გატარების მცდელობა ქაოსისა და საყოველთაო უკმაყოფილების გარდა არაფერს გამოიწვევს. თავად სწავლების ხარისხი კი ნებისმიერ შემთხვევაში დაეცემა ასეთი რყევებისგან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved