• რეკლამა
  • კონტაქტი
07:40, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გენდერული ნიშნით ძალადობას ადგილი არ ჰქონია“ – წილოსანი

ალია ავტორი - ალია
13:30 11-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

გენდერული საბჭოს წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ნინო წილოსანი აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზში თინა ბოკუჩავასა და შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე გენდერულმა საბჭომ იმსჯელა და დაადგინა, რომ ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობა არ ყოფილა. ნინო წილოსანის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

განსხვავებული აზრი დააფიქსირა გენდერული საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა. როგორც ნაცვლიშვილმა „პუბლიკასთან“ განაცხადა, საბჭოს სხვა წევრებისგან განსხვავებით ის მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით ძალადობას.

ნინო წილოსანი:

„თითოეული და ინდივიდუალური შემთხვევა საჭიროებს უფრო მეტ სიღრმისეულ განხილვას და ეს ვერ იქნება განხილული მხოლოდ გენდერული ჭრილით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამოგვევლინა თითოეულ ამ შემთხვევაში იყო თუ არა გენდერულად, სპეციალურად ქალის მიმართ მიმართული დისკრიმინაცია.

საბჭომ იმსჯელა ამ თემაზე, განსხვავებით სხვა საბჭოებისგან და ჩვენ დავადგინეთ, რომ მიზანმიმართულად ქალის მიმართ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

თუმცა მე ვისურვებდი, თითოეულ შემთხვევაში პარლამენტის ნებისმიერი წევრი, ეს იქნება ჩემი კოლეგა მმართველი გუნდიდან, თუ ოპოზიციიდან, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან აგრესიით, პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების განვითარების მნიშვნელობას და იმ მაგალითს ნუ მისცემენ პარლამენტში, რომელიც შემდგომ არ უნდათ საზოგადოებამ გადააკოპიროს“


შეგახსენებთ, 18 ივლისს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მოსმენა ჩაიშალა. მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში „TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები მიიტანეს. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოდნენ, რასაც პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ძალის გამოყენებით ცდილობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას პარლამენტის ტრიბუნიდან მოშორებას, სადაც ვახტანგ გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა კი თინა ბოკუჩავას ფოტო ჩამოართვა.

თეგები: თინა ბოკუჩავანინო წილოსანიპარლამენტიშალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved