• რეკლამა
  • კონტაქტი
17:25, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გენ პროკურორთან დაკავშირებული ნორმა, რაც ასახული იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, აბსურდულია თავისი შინაარსით” – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
14:18 09-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19

“პარლამენტში ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრისას შეთანხმება ორ საკითხზე შედგა – საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების ფორმირების საკითხზე, გენერალური პროკურორის არჩევის წესი კი დისკუსიის საგანია.” – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ უცვლელად მხარს დავუჭერთ პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე შემცირებას  მომდევნო ორი არჩევნებისთვის, ფრაქციის ფორმირება შვიდი წევრის ნაცვლად ოთხ დეპუტატს შეეხება. ამ ორ საკითხზე პოზიციები შეჯერებულია და მას ყველა პოლიტიკური პარტია მხარს დაუჭერს.

გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე დისკუსია გაგრძელდება დღეს და ხვალ. დისკუსიის შედეგების მიხედვით პროექტში დარჩება პუნქტი ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი. ყველა პარტია თანხმდება, რომ როგორიც არ უნდა იყოს გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, პროექტის დანარჩენ პუნქტებს ყველა პარტია დაუჭერს მხარს.
კანონპროექტი კენჭისყრაზე ამ პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე გავა. როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებული ნორმა, რაც ასახული იყო 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებაში, აბსურდულია თავისი შინაარსით.
ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, შეიძლება შეურაცხმყოფელიც იყოს ასეთი ნორმისთვის ხმის მიცემა, როდესაც საუბარია მის კონსტიტუციაში შეტანაზე. დისკუსია გაგრძელდება და ხვალ პროექტს ამ პუნქტებით ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა. შეხვედრაზე დისკუსიის საგანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები თუ რა სახით შეიძლება, დაკორექტირდეს.
ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved