კასპიის ზღვაში ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Rona ჩაიძირა, რომელიც, დასავლური გამოძიების მიხედვით, რუსეთს ირანული იარაღით ამარაგებდა. ეკიპაჟის 14 წევრი თურქმენეთის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა, ისინი ირანისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან
თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გემის ტვირთთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. თუმცა, The Wall Street Journal-ის 2023 წლის გამოძიების მიხედვით, Rona რეგულარულად ასრულებდა რეისებს ირანის პორტებსა და რუსეთის ასტრახანს, მახაჩყალასა და აზოვს შორის – მარშრუტებზე, რომლებიც ემთხვევა ირანიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდებისთვის ცნობილ საზღვაო კორიდორებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმირ პუტინის ომის მხარდასაჭერად თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტები მიაწოდა. ამის შესახებ Bloomberg იუწყებოდა.














კომენტარები