ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ირაკლი გაფრინდაშვილი:
მართლა შეუძლებელია ამ ყველაფრის ყურება, მე პირადად ცხოვრების ვერცერთ ბედნიერ წამში გემოს ვერ ვატან ბოლო ორი წელია.
ვერც შვილებით ვტკბები, ვერც ცხოვრებით . განსაკუთრებით მაშინ როცა ბერლინში ვარ და ვუყურებ საით მივდიოდით, როგორი დალაგებული ცხოვრება შეიძლებოდა გვქონოდა ახლო მომავალში, რომელიც წაგვართვეს .წაგვართვეს მეგობრები, უსამართლოდ გამოკეტეს ციხეში. დამპალი კორუფციული ჭაობის გამო ყოველ დღე ვკარგავთ ძვირფას ადამიანებს . ამდენი სტრესი გვართმევს მომავალი ცხოვრების დღეებს, შეიძლება წლებსაც.ჯერ კიდევ გვაქვს შანსი,ეს ყველაფერი შევცვალოთ და ცივილურ სამყაროსთან ერთად გავაგეძელოთ ცხოვრება .
დღეს ბევრად მეტი მიზეზია იმისთვის რომ გარეთ გამოვიდეთ და მოვითხოვოთ ცვლილება, ვიდრე ეს იყო 2 წლის წინ . ყოველ დღე, გემეტრიული პროგრესით ვკვდებით როგორც ქვეყანა.











კომენტარები