• რეკლამა
  • კონტაქტი
02:22, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეკითხებით: ვინ არიან ეს გარეწრები?! დიახ, უკრაინის ხელისუფლებაზე ვამბობ …”-ბონდო მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:15 03-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

“დანილოვის ამ განცხადების შემდეგ პირდაპირ ვამბობ: უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში საქართველოს მტრები არიან!” – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომ თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს უკრაინას აუცილებლად დაეხმარება.

მძინარაშვილის განმარტებით, უკრაინის ხელისუფლება ერთი თვის მანძილზე ცდილობს საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებას, რომ შეცდომა დაუშვას და გაღიზიანებული რუსეთის საქართველოზე თავდასხმა გამოიწვიოს.

“ბუნებრივია, ყველა მიხვდით, რა სურთ ამ გარეწრებს!
ღმერთმა უშველოს უკრაინელ ხალხს, მაგრამ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება როგორ არის საქართველოს მეგობარი?!

ვინმემ გამაგებინეთ, ეს რა ხალხია, ვინ არიან საერთოდ?!
ძალიან უნდათ, რომ რუსეთმა უკრაინისკენ მიმართული ძალის ნაწილი ჩვენთან დახარჯოს, და საერთოდ არ ენაღვლებათ, აქ რამდენი ქალაქი დაიბომბება, რამდენი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპება, რამდენი ბავშვის სიცოცხლე შეწყდება!
გეკითხებით: ვინ არიან ეს გარეწრები?!

დიახ, უკრაინის ხელისუფლებაზე ვამბობ და აქ ახლა არავინ მითხრას, – ომში არიან და ჭკუა არ მოეკითხებათო!
თავისი სამყოფი ჭკუა კი აქვთ, თორემ იქ, სადაც უკრაინელებთან ერთად ქართველებიც იბრძვიან და იღუპებიან, ესენი რატომ არ ჩანან?!
ესენი რატომ არიან ბუნკერში?!

ვინ არის ეს დანილოვი – გენიოსი და აზრის გიგანტია, რომ მის გარეშე სტრატეგიული დაგეგმვა ვერ ხერხდება?!

რატომ არ იბრძვის თავისი სამშობლოდან რუსი ოკუპანტების გასაყრელად?!
აჰა, გასაგებია: დანილოვს რომ რამე მოუვიდეს, მერე ვინ გააკონტროლებს დონბასის აღსადგენად გამოყოფილი ასტრონომიული თანხების ხარჯვას?!

აქამდეც ამიტომ უტევდნენ საქართველოს ხელისუფლებას – მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ ჩვენთან!
ერთი თვის განმავლობაში ცდილობდნენ ჩვენი ხელისუფლების პროვოცირებას, რომ შეცდომა დაეშვა და გაღიზიანებული რუსეთის საქართველოზე თავდასხმა გამოეწვიათ!

ამაში უკრაინაში მყოფი თუ აქ დისლოცირებული მანქურთებიც თავგამოდებით ეხმარებოდნენ!
არაფერი გამოუვიდათ და უკვე ღიად მოითხოვენ!
ოღონდ, ამჯერად რუსეთმა კი არ უნდა გაგვიხსნას, თურმე ჩვენ უნდა გავუხსნათ რუსეთს მეორე ფრონტი!
ჰოდა, დანილოვის ამ განცხადების შემდეგ პირდაპირ ვამბობ:
უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში საქართველოს მტრები არიან!- წერს ბონდო მძინარაშვილი.

ცნობისათვის,  უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, ეს აუცილებლად დაეხმარება უკრაინას, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა უკრაინის განადგურებისა და ბავშვებისა მკვლელობისა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved