• რეკლამა
  • კონტაქტი
08:33, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გეგმაში შევიდა ცვლილებები, რაც მგონია, შეცდომა იყო” – რა გეგმა იყო თავდაპირველად? – დიღმელაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:51 07-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
931

მეღვინე ანდრო ბარნოვის წერილს, სოციალურ ქსელში, 3 ივლისის აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი პასუხობს.

 

ანდრო ბარნოვი:

“არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ვინც აქციების ორგანიზებასთან ახლოს ხართ, იქნებ ახსნათ,

  1. რატომ მოუწოდეთ ოცნების ოფისთან წასვლა “არც მეტი, არც ნაკლები, 3000 კაცს” და არა – ამაზე 20-ჯერ მეტ ადამიანს, ვინც იქ იყო შეკრებილი? რა გათვლა არსებობდა ამ დროს? ანდა, რატომ ოცნების ოფისთან და არა, ვთქვათ, ღარიბაშვილის, ან ივანიშვილის?

Giorgi Mshvenieradze Shota Dighmelashvili Lasha Bugadze

  1. რატომ არ მსჯელობთ აქტიურად “ეროვნული თანხმობის მთავრობის” შესაძლო წევრებზე? რატომ არ კრებთ ამ წარმომადგენლობით გუნდს? გასაგებია, რომ ოცნებაც გინდათ ჩართოთ საბოლოო გადაწყვეტილებებში, მაგრამ ვინ არიან თქვენი კანდიდატები?
  2. კითხვა პარტიებთან: გასაგებია, რომ აქციების ორგანიზებას ტექნიკურად ეხმარებით, კარგია ეგ, მაგრამ რატომ არ მუშაობთ რეგიონებში? სად არის თქვენი აქტივი?
  3. რას ნიშნავს ფრაზა “გეგმებს ეტაპობრივად გაგიმხელთ, რომ საფრთხეები ავიცილოთ”? მიტინგის უარყოფითი რეაქცია, ალბათ, ნახეთ. მაინც, რას გულისხმობდით?
  4. ხალხი გეგმას კი ითხოვდა, მაგრამ ხედვაც გვეყოფა. რა ხედვა გაქვთ? როგორ ვაღწევთ 12 პუნქტის შესრულების მიზანს?

ახსენით ეს ყველაფერი საჯაროდ. აუცილებელია ეს. რაც გუშინდლამდე ქენით, ყველაფრისთვის გულწრფელი მადლობა. სამომავლოდ თუ გაქვთ ხედვა, ეგ გაგვაგებინეთ, პლზ.”

 

შოთა დიღმელაშვილი:

 

  1. თავდაპირველი გეგმა იყო კანცელარიის ბლოკირება, მაგრამ “დავამთავროთ რეჟიმი დღეს” მოლოდინისთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და შევიდა ცვლილებები, რაც მგონია, შეცდომა იყო.
  2. თანხმობის მთავრობა ნიშნავს ოპონენტებია სრული კონსენსუსით შერჩეულ ადამიანებს და წინასწარ მათი შესაძლო ვინაობების დასახელება მათ პროპაგანდის სამიზნედ აქცევდა და ამასთან, არ დარჩებოდა სივრცე ოპონენტთან მოლაპარაკებისთვის.
  3. აქციების ორგანიზებაში პარტიები ტექნიკურად არ გვეხმარებიან. მთელი საპროტესტო სცენა უზრუნველყოფილია ჩვენი, სამოქალაქო პირების მიერ, ფინანსები კი გამჭვირვალე საჯარო ფანდრეიზინგით მოვიდა.
  4. იყო საფრთხე, კანცელარიის ბლოკირების გეგმის ნაადრევი გამხელის შემთხვევაში მისასვლელი გზები ჩაკეტილიყო, თუმცა მართალი ხართ, სხვანაირად უნდა მომხდარიყო მთელი ეს კომუნიკაცია. სამწუხაროდ ხალხთან კომუნიკაციაში და სწორი მოლოდინების გასაჩენად გზავნილის მიტანაში საკმარისზე ნაკლები ძალისხმევა ჩაიდო და ესაა პირველი, რასაც გამოვასწორებთ.

5 ტაქტიკა არის არაძალადობრივი წინააღმდეგობა, ხოლო გეგმა – მრავალშრიანი არაძალადობრივი კამპანია რაც მოიცავს:

  1. ინტერეს ჯგუფთა შეხვედრებს – სხვადასხვა პროფ და კულტ კავშირებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან. ყველაფერი უნდა დაგვირგვინდეს გენერალური ასაბლეის და წარმომადგენლობითი სამოქმედო ჯგუფის ფორმირებით
  2. საერთაშორისო ადვოკატირებას, რათა გარე წნეხი სინქრონდებოდეს შიდა წნეხთან.
  3. შუალედურ პარტიზანულ აქტივობებს
  4. დიდ და მცირე მობილიზაციას რეპრესიული აპარატის მოსაქანცად და მთავრობისადმი მიმართული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად
  5. რაც შეეხება პარლამებტს, ენჯეოებმა მოამზადეს 12 რეკომენდაციის შესასრულებელი სამოქმედო გეგმა და ადვოკატირებას, რომ ოპოზიციამ საამისო სხდომები დანიშნოს და მხოლოდ ამ კენჭისყრისთვის გამოცხადდეს პარლამენტში.

 

თეგები: 3 ივლისის აქციაშოთა დიღმელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved