• რეკლამა
  • კონტაქტი
17:03, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

Geely Auto-ს მდგრადი განვითარების სტრატეგია

ალია ავტორი - ალია
15:24 08-18-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
283

Geely Auto Group, რომელიც ჩინეთში ერთ-ერთი საავტომობილო ლიდერი ჰოლდინგია, ინდუსტრიაში უახლესი მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებს დანერგვით გამოირჩევა. კომპანიის განვითარების ხედვა თანხვედრაშია გლობალურ საავტომობილო ტენდენციებთან, რომლებიც სულ უფრო მეტად არის მიმართული წიაღისეული საწვავიდან ახალ ენერგიაზე გადასვლისკენ.

Geely Auto-მ ცოტა ხნის წინ 2022 წლის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მიმართულებების ანგარიში გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, ავტომწარმოებელმა 2020 წელთან შედარებით ნახშირბადის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 8,1%-ით შეამცირა, ახალ ენერგიაზე მომუშავე მოდელების გაყიდვებში კი წლიური 300%-იანი ზრდა აჩვენა. 2022 წელს Geely-ს 9 სატრანსპორტო ქარხანას მიენიჭა  ეკომეგობრული საწარმოების სტატუსი – “National Green Factory”.

ამავე ანგარიშის მიხედვით, Geely Auto-მ აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვს თითოეულ ავტომობილზე 25%-ზე მეტით შეამცირებს, ხოლო 2045 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდება.

Geely Auto-მ, ანგარიშთან ერთად, ESG სტრატეგიაც გამოაქვეყნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება და ექვს მიმართულებას აერთიანებს: კლიმატის ნეიტრალიტეტი, ბუნების კეთილდღეობა, უსაფრთხოება, დიგიტალიზაცია, ინოვაცია  და ეთიკა. კომპანია პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას მდგრადი მობილობის ეკოსისტემა ახალი თაობის ავტომობილებისათვის.

ნახშირბადის ეფექტიანი შემცირება სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში და ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობა

Geely Auto, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, თავისი პროდუქციის მთელ სასიცოცხლო ციკლში ნახშირბადის დაბალი შემცველობის კონცეფციაზე მუშაობს.

მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად Geely Auto მთავარ აქცენტს ახალ ელექტრომოდელებზე აკეთებს. 2022 წელს Geely-ს Monjaro-ს, Lynk&Co 09-ს და მეოთხე თაობის Emgrand-ს ეროვნული მწვანე დიზაინის პროდუქტის წოდება მიენიჭათ, ხოლო Boyue L-სა და ZEEKR 009-ს – C-ECAP პლატინის სერტიფიკატი.

სამრეწველო ჯაჭვის განვითარება და მომხმარებლის გამოცდილების განახლება

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა Geely Auto-ს მდგრადი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2022 წელს ბრენდი საზოგადოებრივი კეთილდღეობის არაერთ აქტივობაში იყო ჩართული სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორისაა: ეკოლოგია, განათლების ხელმისაწვდომობა, სოფლებისა და სოციუმის განვითარება და სხვა. 2022 წელს Geely Holding Group-ს „წლის საუკეთესო პასუხისმგებელობიანი კორპორაციული ბრენდის“ სტატუსი მიენიჭა.

ასევე, 2022 წელს Geely Monjaro, C-NCAP 2021 გამოცემის შეფასებით, პირველი ხუთვარსკვლავიანი მოდელი გახდა ჩინურ ბრენდებს შორის.

დივერსიფიცირებული მმართველობის ხელშეწყობა

კომპანია აქტიურად მუშაობს, რათა გენდერულად თანასწორი სამუშაო გარემო შექმნას. 2022 წლის მონაცემებით, Geely Auto-ში ქალი დირექტორების პროცენტი 27%-ამდე გაიზარდა, რაც უზრუნველყოფს დირექტორთა საბჭოს გენდერულ მრავალფეროვნებას.

ასევე, Geely Auto-მ შეიმუშავა თანამშრომელთა ქცევის კოდექსი და ანტიკორუფციული პოლიტიკა, რათა მუდმივად გააუმჯობესოს ბიზნესეთიკის სისტემა.

მონაცემთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, Geely Group-ს მიენიჭა საერთაშორისო ISO სერტიფიკატი ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო ბრენდმა ZEEKR ასევე  მოიპოვა ISO სერტიფიკატები, კონფიდენციალურობის მართვის სისტემისა და მონაცემთა მართვის მენეჯმენტის მიმართულებით.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ენ კონგჰუის, Geely-ს მდგრადი განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის განაცხადებით: „Geely Auto-სთვის მდგრადი განვითარება კორპორაციული განვითარების ძირითადი ელემენტია და მომავალშიც  გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, კვლევასა და განვითარებას. კომპანიის მიზანია, გახდეს სამაგალითო, მდგრადი განვითარების მიმართულებით საავტომობილო ინდუსტრიაში“.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved