Reuters-ის ცნობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანუმ გებრეისუსი, ონლაინ პრესკონფერენციის დროს ამბობს:
“Covid 19-ის დასასრული ახლოვდება, მსოფლიო არასდროს ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში პანდემიის დასასრულებლად…
მოვუწოდებ ქვეყნებს, გააგრძელონ ბრძოლა იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელსაც ექვს მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ჩვენ ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ დასასრული ჩანს”
Reuters წერს, რომ ეს იყო ტედროს ადანომ გებრეისუსის მიერ 2020 წლის მარტის შემდეგ გაკეთებული პირველი ყველაზე ოპტიმისტური კომენტარი.
კომენტარები