• რეკლამა
  • კონტაქტი
05:26, პარასკევი, 22 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

GDI: საპოლიციო ძალები მშვიდობიან მოსახლეობას უკანონოდ არბევდნენ

ალია ავტორი - ალია
15:25 11-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), 28 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმაურება და წერს, რომ  საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები უკანონოდ დაარბიეს.

ორგანიზაციის შეფასებით, “გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, საპოლიციო ძალები ასრულებდნენ არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონო დავალებებს და  უკანონოდ არბევდნენ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას.“

ორგანიზაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ უზურპატორის ერთადერთ დასაყრდენს რეპრესიული სისტემა წარმოადგენს, რომელიც საპოლიციო ფიზიკურ ძალაზე, პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურებზე დგას.

საქართველოში ხელისუფლება უზურპირებულია. არალეგიტიმურია პარლამენტი, არალეგიტიმურია ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა. მიტაცებულია სასამართლო და არ არსებობს მართლმსაჯულება.

ხელისუფლებას ახორციელებს უზურპატორი, რომელმაც უარი თქვა კონსტიტუციურ მმართველობაზე, ადამიანის უფლებების არსზე და საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვა ქვეყნის ევროპულ და დასავლურ კურსზე.

უზურპატორის ერთადერთ დასაყრდენს რეპრესიული სისტემა წარმოადგენს, რომელიც საპოლიციო ფიზიკურ ძალაზე, პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურებზე დგას.

გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, საპოლიციო ძალები ასრულებდნენ არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონო დავალებებს. უკანონოდ არბევდნენ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას. ცდილობდნენ ცემით, ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და არაადამიანური მოპყრობით ჩაეხშოთ საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტი და ქვეყნის მომავლის დაცვის სურვილი.

და რადგან, ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტია, არ არსებობს სხვა გზა გარდა წინააღმდეგობისა!“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved