• რეკლამა
  • კონტაქტი
22:05, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გაზულუქებულმა ზელენსკიმ იმდენად ირწმუნა საკუთარი თავი „სამყაროს მორალურ ლიდერად“, რომ თავს უფლებას აძლევს საქართველოს იქედნურად ელაპარაკოს” – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
21:29 07-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,226

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ორი მიუნჰაუზენის საქმენი საგმირონი

საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევამ აშკარა და უპრეცედენტოდ თავხედური ხასიათი შეიძინა. ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ უკვე აღარ ჯერდებიან იმის კარნახს და მითითებებს, თუ როგორი კანონები უნდა მივიღოთ, ვის მიმართ როგორი განცხადებები გავაკეთოთ და როგორ დავაყენოთ საკუთარ ქვეყანაზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესები. ახლა უკვე ნიკა გვარამიას მიერ „სამყაროს მორალურ ლიდერად“ შერაცხულმა უკრაინის პრეზიდენტმა უაღრესად შეურცხმყოფელი ფორმებით მოითხოვა საქართველოს ელჩის გაძევება თავისი ქვეყნიდან და თან მიაყოლა:

„არ დაგინახოს აქ ჩემმა თვალებმა, სანამ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში არ ჩამოაბრძანებო“.

აი, ასე, არც კანონი, არც სამართალი, არც ქვეყნისადმი პატივისცემა და არც ელემენტალური ზრდილობა – მე ასე მსურს და აბა, კაი დედის შვილები ხართ, არ შემისრულოთ ეს კაპრიზი, მთელ მსოფლიოში თავს მოგჭრით და მთელ ლიბერასტულ სამყაროს დაგიპირისპირებთო.

დღეს უკრაინელების სისხლით ვერ გამძღარ ამ კლოუნი ქონდრისკაცის (პატარა ცახესის) ყველა სიტყვას და მოქმედებას მთელი მსოფლიო მართლაც აღფრთოვანებით უკრავს ტაშს, დღეს მთელი მსოფლიო მანტრასავით იმეორებს, რომ „უკრაინა იმარჯვებს! რუსეთი მარცხდება!“ თუმცა, რეალობა სულ სხვას აჩვენებს:

მთლიანობაში უკვე ნახევარი მილიონი უკრაინელი და რუსი შეეწირა მიმდინარე ომს, რომლის კიდევ ერთი წლით გაგრძელების შემთხვევაში ალბათ ეს რიცხვი მილიონს ასცდება, უკრაინა ინგრევა და მიწასთან სწორდება, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ დაპირისპირებაში რუსეთია ანგელოზი. რუსეთის იმპერიას თავისი ცოდვებიც ეყოფა, ალბათ არც მისთვის იქნება ამ ომის შედეგები დიდად სახარბიელო, მაგრამ თუ უკრაინის სახელმწიფოსთვის ამ ომის ახლანდელი და მოსალოდნელი შედეგებით ვიმსჯელებთ, აშკარად ჩანს, რომ პრაქტიკულად მიმდინარეობს ამ სახელმწიფოს დაშლისა და განადგურების პროცესი, უკრაინელი ერის გენოციდი, რისი ერთ-ერთი მთავარი საფუძველი სწორედ კლოუნი ზელენსკის ზღვარგადასული ამბიციები და პოპულიზმია.

გაზულუქებულმა ზელენსკიმ იმდენად ირწმუნა საკუთარი თავი „სამყაროს მორალურ ლიდერად“, რომ თავს უფლებას აძლევს საქართველოს იქედნურად ელაპარაკოს, მისგან სახელმწიფო დამნაშავის (ქართველის) გათავისუფლება მოითხოვოს იმ მოტივით, რომ ეს დამნაშავე დღეს უკრაინის მოქალაქეა და თანაც მასზე თავისუფლების აღკვეთა თურმე უარყოფითად მოქმედებს. თანაც ეს იმ დროს, როდესაც პატიმარი სრული კომფორტის პირობებში იმყოფება არა ციხეში, არამედ ოროთახიან პალატა ლუქსში. თურმე, არ მოსწონს ეს პირობები, თურმე ისე გამხდარა, რომ ნეკნები ეთვლება. Разве это нормально! დაიძახა პატარა ცახესმა და ფეხების ბაკუნით მოითხოვა „პუტინის მიერ ნაწამები და მოწამლული ტყვის“ გათავისუფლება. აქეთ ეს ჩვენი დევგმირი უხდის მადლობას თავის ფიურერს და ახსენებს, რომ მას სიკვდილის არ ეშინია-არც 2003, არც 2008 და არც 2021 წელს შემშინებიაო.
მოკლედ, ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა! დღეს ის ეტაპია, როდესაც ორივე „უშიშარი, ვითარცა უხორცო“ მიუნჰაუზენის ზღაპრებისა და დაპირებების ჯერ კიდევ სჯერა ნახევარ მსოფლიოს, ჯერ მხოლოდ ქართველმა ხალხმა დაინახა და გააცნობიერა ქართველი მიუნჰაუზენის „საქმენი საგმირონი“, თუმცა, ძალიან მალე, როდესაც ჯერ უკრაინელი ხალხი, ხოლო შემდეგ მთელი მსოფლიო დაინახავს უკრაინელი მიუნჰაუზენის „ვაჟკაცობის“ კატასტროფულ შედეგებს, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დიდი და მტკივნეული გამოფხიზლება. იქამდე კი არც ისე დიდი დროა დარჩენილი. როგორც მრავალი ექსპერტი პროგნოზირებს, ამ კუთხით დიდი გამოფხიზლება და ყველაფრისათვის თავისი სახელი დარქმევა მოხდება 2024 წელს. ჩვენი აზრით, ამ პროგნოზებს აქვს თავისი საფუძველი და დასაბუთება.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved