მთავარი არხის ინფორმაციით, ხორბლისა და ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ, პურის მცირე მწარმოებლების ნაწილს იანვრიდან ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადი მიუვიდა.
მეწარმეები შერჩევითი სუბსიდირებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ სხვადასხვა მწარმოებლებს განსხვავებული ტარიფით მიუვიდათ გადასახადი. უფრო კონკრეტულად მათ ნაწილს იანვარში დაახლოებით 100-500 ლარიანი სხვაობით მოუწიათ გაზის საფასურის გადახდა, ნაწილი კი ძველი ტარიფით სარგებლობს.
არსებული ვითარების გამო, მეწარმეების ნაწილი იძულებულია, პურის ფასი გაზარდოს, რადგან სხვა შემთხვევაში, საქმიანობის შეჩერება მოუწევთ.
სკითხთან დაკავშირებით განცხადება პურის მწარმოებელთა ასოციაციაშიც გაკეთდა. ასოციაციაში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის დაუზუსტებელი ტარიფის გამო, არ არის გამორიცხული, პურის ფასი სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაძვირდეს.
კომენტარები