ნავთობის ტექნიკის მომსახურებისა და გაყიდვების უმსხვილესი კომპანია Halliburton რუსეთს ტოვებს
Halliburton ნავთობისა და გაზის საბურღი და მომსახურების კომპანიაა. ამ ინდუსტრიის თანამედროვე ტექნოლოგიების უმეტესი ნაწილი მას ეკუთვნის.
კომპანიის კლიენტები არიან გაზპრომი, ლუკოილი და როსნეფტი.
ცნობისათვის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 24 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 3 მილიონზე მეტი ლტოლვილი.რუსეთს უკრაინაში შეღწევის გამო აშშ-მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, იაპონიამ და ავსრტალიამ სანქციები დაუწესა
კომენტარები