• რეკლამა
  • კონტაქტი
03:10, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,გავრილოვის შემოსვლაზე პასუხისმგებლობა აიღო კობახიძემ… ღვინოს მე ვსვამდი გავრილოვთან?” – გახარია

ალია ავტორი - ალია
15:12 04-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,505

წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარიამ რუსი კომუნისტი დეპუტატის, გავრილოვის საქართველოში შემოსვლაზე.

გახარიას განცხადებით, იყო დაახლოებით 10-12 კაციანი სია, რომლის ქვეყანაში შემოშვებაზე შსს და სუს-ი უარს ამბობდა:

,,როდესაც ეს ღონისძიება იგეგმებოდა, შსს-ში შემოვიდა სია ადამიანებზე, რუსეთის მოქალაქეებზე, რომელთა შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ, შსს-მ, ისევე როგორც სუს-მა კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე – იყო დაახლოებით 10-12 კაცი. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა დაბრაკული, ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული, ამ ვაჟბატონს კანონი [ოკუპაციის შესახებ] დარღვეული არ ჰქონდა , მაგრამ გვქონდა შესაძლებლობა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ეს კაცი არ შემოგვეშვა და ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ. ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები, კატეგორიულად ამ ხალხის შემოშვებაზე განვაცხადეთ უარი. ამის შემდგომ, იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, იმიტომ, რომ ეს მართლა სერიოზული რისკი იყო, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცის შემოშვების შემდეგ, და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე… ღვინოს მე ვსვამდი გავრილოვთან?… ამის შემდგომ, იქამდე იყო შეთანხმება მისული, რომ ამ ღონისძიების, რომელიც იყო საერთაშორისო, ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა უნდა შემოვიყვანოთო. მაგრამ მაინც, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით, მერე თქვეს, რომ მას ჰყავდა მოადგილე [გავრილოვს], პრეზიდენტი იყო ეს კაცი , რომ ვიღაცა სხვა იქნებოდა ხელმძღვანელი ამ კონფერენციის. ამის შემდგომ, მოხდა ის, რაც მოხდა, ამათ საღამოს მოუწყვეს რესტორანში ქეიფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, დაჯდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ. ეს იყო სიმართლე და რეალობა და არავინ, ვინც აიღო პასუხისმგებლობა ამ კაცის საქართველოში ჩამოყვანაზე, და შემდგომ იმაზე, რაც შეიძლება მომხდარიყო, ვერავის ვერ დავურეკავდი და ვერც ერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ტიპი, ხაზზე ვერ ვიპოვეთ”

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved