• რეკლამა
  • კონტაქტი
02:38, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გავიაზროთ რისკები, რისკენაც დღეს ხელისუფლება მიგვაქანებს”– გამზარდია

ალია ავტორი - ალია
18:10 03-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
237

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:

“საქართველოს ხელისუფლება დღეს მოქმედებს საქართველოს დაშლისათვის, უკიდურესი გაღარიბებისა და სრული დასუსტებისათვის, რომელსაც შეიძლება საერთოდ სახელმწიფოებრიობის დანგრევა მოჰყვეს.
რომ იძახით, ჩვენი სუვერენულობაა, გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ გვინდა და არ გვაინტერესებს ამერიკელების, ევროპელების აზრიო.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, თუნდაც სამართლებრივად, დღეს დგას ამერიკელების და ევროკავშირის ქვეყნების მხრებზე, ისინი არიან ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის გარანტორები.
საქართველოს ეკონომიკური, სოციალური, ინფრასტრუქტურული და ა.შ. რესურსები დგას ამერიკელების და ევროკავშირის ქვეყნების მხრებზე, სწორედ მათი დაფინანსებული პროექტები, პროგრამები, რეფორმები და ა.შ. ქმნის იმ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო ვითარდება.
საქართველოს ფიზიკური უსაფრთხოება, ის, რომ დღეს რუსული ჯარი არ დგას საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში, დგას ამერიკელების და ევროკავშირის ქვეყნების მხრებზე, ისინი არიან ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების შემქმნელები.
საკმარისია, საქართველოს ხელისუფლებამ თავის პარტნიორები და მეგობრები მტრად მიიღოს და როგორც მტერს მოეკიდოს, საკმარისია ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი ჩვენგან მიბრუნდეს, რომ ამას მოჰყვება არათუ ევროკავშირის დამშვიდობება, არამედ:
• ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და სამუდამოდ დაკარგვა ჩვენი მიწა-წყლის.
• საქართველოს გაღატაკება და 90-იანების დასაწყისზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩენა.
• საქართველოს პირდაპირი და სრული ოკუპაცია და ყველა ქალაქსა და სოფელში რუსული სამხედრო ძალების განთავსება, შესაბამისად, სახელმწიფოებრიობის სრული დაკარგვა.
კარგად გავიაზროთ რისკები, რისკენაც დღეს ხელისუფლება მიგვაქანებს, მათ შორის, კარგად გაიაზრეთ ეს ყველაფერი დღეს ხელისუფლებაშიც, სადაც, მაინც მგონია, რომ საკმარისად ვერ იაზრებთ ზოგიერთი.”
თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved