• რეკლამა
  • კონტაქტი
10:44, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გავალთ პარლამენტიდან, თავს არ მოგატყუებინებთ!” – მამუკა ხაზარაძე მმართველ გუნდს

ალია ავტორი - ალია
13:57 06-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის:

“მოვისმინეთ ქართული ოცნების ხელძღვანელობის პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ თქვენ აგრძელებთ და აპირებთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის უხეში დარღვევა იმ შეთახმების, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, შარლ მიშელის დოკუმენტი მაქვს მხედველობაში. ეს არის უგულებელყოფა ვენეციის კომიის თითქმის ყველა რეკომენდაციის.

მინდა, გავაჟღერო ფრაქცია ლელო პარტნიორობა საქართველოს ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა, რომ თუ ქართული ოცნება მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშნვის პროცესს, მე მინდა მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო. თავს არავის მოვატყუებინებთ და არ გაპატიებთ არავინ, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი არავის აპატიებს აი, ამ ძალიან იაფფასიან პოლიტიკურ სვლებს. ჩვენ აქ მოსული ვართ იმისთვის, რომ ხვალინდელ დღეზე ვიმსჯელოთ და თუ ხელშეკრულების პატივისცემა არ იცით, თუ ხელშეკრულების შესრულება არ იცით, მოგიწევთ ეს ხელშკრულება წეროთ თქვენ თვითონ, ცალკე ჩვენ გარეშე”

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 23 ივნისს პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ. 

ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი უკვე არაერთგზის აცხადებს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. 

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა – მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გიორგი გოგიაშვილი
  • გოჩა აბუსერიძე
  • ლევან თევზაძე
  • ქეთევან მესხიშვილი
  • გიორგი შავლიაშვილი
  • რევაზ ნადარაია
  • ბიძინა სტურუა
  • ეკა ზარნაძე
  • ლაშა ქოჩიაშვილი

​კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს და მას შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები. მიმართვაში წერია, რომ ამ ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved