• რეკლამა
  • კონტაქტი
22:54, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გავა წლები, ჩვენი შვილები ზუსტად ამ ამბავს გაიხსენებენ – ყველაზე დიდ კატასტროფად რაც მათი მამების თაობამ დაუშვა” – უჩა აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
23:42 10-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,186

ბლოგერი უჩა აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მთავრობა 1000 თემის წამოწევას ცდილობს, იმის გადასაფარად რაც ყველაზე დიდი კატასტროფაა ამ დღეებში, კვირებში და თვეებში

აი ის ხო კარგად გესმით, რო რაც ისრაელში მოხდა – ჰამასის ბრალია, მაგრამ ნათანიაჰუს სტრატეგიული შეცდომის გამო გახდა შესაძლებელი?

და აუცილებლად აგებს ამისთვის პასუხს (თუ ვერ მოახერხა ქვეყანა დიდ ომში აღმოჩნდეს, და “მაგის დრო არ იყოს ეხლა”

მარა ოპოზიცია სულ უფრო და უფრო ხმამაღლა საუბრობს იმაზე რო ამ მთავრობის მმართველობის ქვეშ ჩემმა მტერმა იომაო)

ხოდა აი ზუსტად მასევე, ნაცმოს “შეცდომის გამოსასწორებლად” რო მოვიდნენ ქოცმო და 12 წელი სტრატეგია ატარეს

მაგის “გასხმაა” – რო რუსები საზღვაო ბაზას აამუშვებენ შუა საქართველოში, თავისი მთელი დაცვით და უზრუნველყოფით

აი დამიჯერეთ, ეგ ბაზა თუ ააშენეს, მერე თუ რუსეთი მთლად არ ჩამოინგრა და რაღაც საოცრება არ დაემართათ – სამუდამოდ არა მხოლოდ რუსეთმა წაგვართვა ეგ მიწა, არამედ – სამხედრო ბაზა ეგრე ახლოს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამომავლოდ უამრავი ეკონომიკური პროექტის და ინვესტიციის მკვლელია (რომელმაც ჩვენი გავლით – შავ ზღვაზე უნდა გავიდეს) – და შედეგად ჩვენ სულ უფრო და უფრო “უკან დავიხევთ” და მერე “სხვა გზა აღარ იქნება” რუსეთს მიერთების იქეთ…

გავა წლები, ჩვენი შვილები ზუსტად ამ ამბავს გაიხსენებენ – ყველაზე დიდ კატასტროფად რაც მათი მამების თაობამ დაუშვა

და ეს ამბავი არის სრულიად ქოცმოს უწი-პუწის სტრატეგიის გასხმა

უნდა აერჩიათ სხვა სტრატეგია, უნდა ემართათ პროცესები სხვანაირად, უნდა შეექმნათ სხვა მეკავშირეები და სხვა კონტრაქტები – მათ კი ეს “სტრატეგია” აირჩიეს და ასე დასრულდა

ან პირიქითაც შეიძლება:

რაც უნდათ ის ქნან ეხლა, გამოიყენონ ის “ქულები” რაც მოიპოვეს – და ისე ქნან რუსებმა მანდ ბაზა არ ააშენონ და გამოაცხადონ მერე რო აი, უწიპუწი სტრატეგიამ გაამართლაო, გამოგვადგაო – არ ავაშენებიეთო (არადა უბრალოდ მთავრობის ვალდებულებაა ეგ, პრობლემა არ გაჩენილიყო და თუ გაჩნა მოაგვარონ, მარა კაი, ოღონდ მოაგვარონ და…)

რაც უნდა ის ქნან, ეგ ბაზა არ შეიძლება აშენდეს, ომი დაიწყონ თუ მეტ გზას ვერ პოულობენ – აღიარონ რო გაასხეს, აღიარონ რო უიმედო ომი იქნება, იმიტო რო 12 წელი ჯარის გარდა ყველაფერზე იზრუნეს, მარა რო სხვა გზაც არაა – შეგუება არ შეიძლებაო, ნათანიაჰუ რასაც აპირებს ეხლა – ბოლოს ეგაა გამოსავალი, როცა მთავრობამ 10 წელზე მეტი სტრატეგიულ შეცდომაში აცხოვრა ქვეყანა

მაგ ბაზის აშენებაზე თვალის დახუჭვაზე უარესი ანტი-სახელმწიფოებრივი საქციელი არ არსებობს

ოჩამჩირის ბაზა არის ქოცმოს პოლიტიკის, სტრატეგიის სრული ფეილი და წერტილი, და ამაზე უნდა საუბრობდეს ყველა ოპოზიცია, ამიდან არ უნდა გადაგვქონდეს ყურადღება და ამაზე მნიშვნელოვანი ეხლა არაფერია ვაფშე

ჩვენ კიდე ვსაუბრობთ მილიონ სისულელეზე ქართულ პოლიტიკაში და გვართობენ “სემიჩკით” – ოღონდ ამაზე არ ვიფიქროთ

თუ ჩემი აზრი გაღელვებთ, 3 წლის მერე არავის ეხსომება ზურაბიშვილისადმი დებილური იმპიჩმენტი, არავის ეხსომება რაღაც გადატრიალების სემინარის დევნა, არავის არაფერი ეხსომება აქედან

და ოჩამჩირის ბაზის ჩადგმამ რო სამუდამოდ დაგვაკარგია რეგიონი – ეგ იქნება სამუდამო დაღი საქართველოს ისტორიაზე, რომელიც ჩვენთვალსწინ მოხდა

და რომელზეც პასუხს აგებს ის მთავრობა რომელიც 10 წელზე მეტია ხელმძღვანელობაშია

რაც შეცდომაც არ უნდა დაეშვა ნაცმოს, უნდა სწორად აერჩია ქოცმოს ამ შეცდომის გამოსწორების გზა – და მიემართა ძალა იქეთ

იქნებოდა ეს სამხედრო გაძლიერება? – ყოფილიყო

იქნებოდა რეგიონში პარტნიორების ძებნა და “ზედმეტი” დივიდენდების გაცემა მოკავშირეობისთვის? – უნდა ექნათ

იქნებოდა ამერიკის ტრაკში შეძრომა? – უნდა ექნათ

მათ აირჩიეს უწი პუწი რუსეთთან

და რუსეთი არის ყველაზე არა პროგნოზირებადი გიჟების სასირეთი, რომლებმაც დაიწყეს აი ეს ომი და ეხლა რო დასჭირდათ – სუ ჰკიდიათ ქოცმოს დავაზელინებული პოლიტიკა, გადააჯვეს ზედ ამათ ნაკითხ ლექციებს რო რუსეთთან “სხვანაირ საუბარს მეტი აზრი აქვს”

გავიმეორებ – ჩემგან დიდ პლიუსს მიიღებს ქოცმო, თუ, როგროც უნდა – ისე მოაგვარებს ამ პრობლემას, მარა საქართველო ფურცელზე დამოუკიდებელი ქვეყანა დარჩება და რუსული საზღვაო ბაზა არ ამუშავდება, საჰაერო თავდაცვის გუმბათი არ გაიმართება, ტერიტორიები არ დაინაღმება და ზოგადად ეგ ადგილი “სამუდამო რუსეთი” არ გახდება

სულერთია, თუ მეტი გზა არაა, უნდა მთავრობამ თვიტონ აგვიხსნას – რო უნდა ვიომოთო, ჩვენი შეცდომაა მარა მეტი გზა არ დავტოვეთო, მარა ეხლა იმისთვის რო ბაზა არ ჩაიდგას – უნდა არასტაბილური რეგიონი გავხდეთო

ასეთ მდგომარეობაში კაკ რაზ ამათმა ჩაგვაგდეს, რო ეხლა გამოუსწორებელი რამე ხდება და მათი სტრატეგიის გამო – განზრახ სუსტები და შეუძლოები ვართ თან, პარტიზანობაც მოკლეს, ჯარიც რაც შეეძლოთ დაასუსტეს და ყველაფერს შვებოდნენ რო რუსეთს “არ ენერვიულა არაფერზე და ეკეთებია რაც უნდა”

და ყველა ვეუბნებოდით რო რუსეთს არ ესმის უწიპუწი და რუსეთისთვის მარტო მუდმივი “იცოდე ვიჩხუბებთ და თვს მოვიგიჟიანებთ, ჩეჩნებივით” არის გასაგები

რო რუსეთის წინააღმდეგ მარტო თურქეთთან კოალიცია და უფრო გრძლად მერე – ამერიკასთან, გვიშველის

მარა არა, ამათმა აირჩიეს ეს – “სხვანაირად საუბარი” რუსეთთან

ხოდა ოჩამჩირეში დაუწერეს რუსებმე საბოლოო საკონტროლოს ნიშანი ამათ, როგორ მაგრად აღელვებთ ამათი თბილი ვაზელინიანი მიდგომა

სინამდვილეში, long term, გარდაუვალი მოსპობაა საქართველოს როგორც ცალკე ქვეყნის იდეის – ეგ ბაზა, ფოთის პორტის გვერდით რეალურად (და თავისი თავდაცვის სისტემების გუმბათი)

მერე – ვეღარ გამოვასწორებთ ვერასოდეს

არა, არ ვაზვიადებ, პროსტა ნერვები მეშლება რო ოპოზიცია თვლის რო “ჭორვილა”-ზე უნდა ილაპარაკოს ამ დროს, ან ერთმანეთს აგინოს, ან კიდე რამე სხვა…”

თეგები: უჩა აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved