• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაუტამ ადანიმ ერთ დღეში $21 მლრდ დაკარგა – “მისი ბიზნესიმპერია სინამდვილეში სიცრუეზე დგას” – მედია

ალია ავტორი - ალია
13:41 01-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

უმდიდრესი ინდოელი მეწარმის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა – Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში გაუტამ ადანი მე-3 ადგილიდან მე-7 პოზიციამდე ჩამოქვეითდა, მან სულ რაღაც 48 საათში $30 მილიარდამდე ქონება დაკარგა, გასული 24 საათის ვარდნის მაჩვენებელი კი 21 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ადანის მრავალმილიარდიანი ბიზნესიმპერია სინამდვილეში სიცრუეზე დგას და მისი კომპანიების აქციების მკვეთრი ზრდა არა ფუნდამენტური შედეგებით, არამედ საფონდო ბირჟების მანიპულაციით, თაღლითობითა და ბუღალტრული ანგარიშგებების გაყალბებით იყო განპირობებული.

კვლევის გარდა, Hindenburg-მა Adani Group-ის შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ short პოზიციების გახსნის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია, ანუ Hindenburg-ი საპირისპირო ფსონს დებს, რომ გაუტამ ადანის კომპანიების აქციები დაეცემა, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში კი ის ფინანსურ სარგებელს მიიღებს.

ჯერჯერობით Hindenburg-ის ფსონი მართლდება, რადგან სულ რაღაც ორ დღეში Adani Group-ის შვილობილმა კომპანიებმა კუმულაციური კაპიტალიზაციის თითქმის 10% უკვე დაკარგეს.

გაუტამ ადანის ადვოკატების განცხადებით, Hindenburg-ის კვლევა არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს და მისი გასაჯაროების მიზანი სწორედ ზემოხსენებული short პოზიციით სარგებლის მიღება იყო, ვინაიდან, კვლევითი ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ სერიოზული რეპუტაციით სარგებლობს და მის მიგნებებს ინვესტორები თუ ტრეიდერები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ნამდვილად ითვალისწინებენ. სწორედ ამის გამო, Adani Group-ი Hindenburg-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება.

ზოგადად, გაუტამ ადანის გამდიდრების ისტორია არაერთ კითხვის ნიშანს ბადებს, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Adani Group-ის შვილობილ კომპანიებს ინდოეთში ათასობით მსხვილი ტენდერი უკონკურენტოდ აქვთ მოგებული, თავად ადანი კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის ახლო მეგობარი და მმართველი პოლიტიკური პარტიის უმსხვილესი შემომწირველია.

წყარო – bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved