• რეკლამა
  • კონტაქტი
19:15, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაწყვეტა გვემუქრება!… ამოწყვეტის პირას ვართ!..” – დავით ნანობაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:58 02-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
227

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება პულმონოლოგი, ქირურგი დავით  ნანობაშვილი.

– როგორ შეაფასებთ ქვეყანაში არსებულ დღევანდელ სიტუაციას? და აქვე მინდა გკითხოთ, ამ ბოლოს, მედიაში იშვიათად ჩნდებით და რატომ?

-ორ ტელეკომპანიას უარი ვუთხარი მისვლაზე, რომ არ დავმალო, ორივე ოპოზიციური არხია და ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე… იმედში და საზოგადოებრივში არც ადრე დავდიოდი… არც მიწვევდნენ. ერთხელ ვიყავი მხოლოდ მისული საზოგადოებრივ არხზე. რა უნდა ვთქვა, ერი, რომელიც გართობასა და ტაშ-ფანდურზეა გადასული, გაქრობის საფრთხის ქვეშ დგას, მომავალი არ აქვს… გაწყვეტა გვემუქრება… შეხედეთ რა გადის ტელევიზორში? საინფორმაციო და გართობა – მორჩა. არავინ მსჯელობს ეკონომიკურ მდგომარეობასა და გამოსავალზე, განათლებაზე, დასაქმებაზე – რეალურ საჭიროებებზე არავინ საუბრობს. ვის უძღვნიან გადაცემებს? – დააქცია ამ ადამიანმა ერთხელ უკვე ქვეყანა, მერე გაიქცა და იძახდა უკრაინელი ვარო, ჩამოვიდა მერე და არჩევნები ააყირავა, დღესაც რაღაცა ორმაგ თამაშს თამაშობს, დღესაც სიტუაციის არევა უნდა და აყოლილია ხალხის რაღაც ნაწილიც, ლამის კუჭში როდის გავიდა, იმაზეც კი მსჯელობენ… ამოწყვეტის პირას ვართ და ახლა სააკაშვილზე ვინმე უნდა ლაპარაკობდეს? ან გვარამიაზე?

– რამდენჯერმე ახსენეთ სიტყვა – გაქრობა, გაწყვეტა და ფიზიკურ გაწყვეტას გულისხმობთ?

– ერთ რამეს გეტყვით, ჩემ ირგვლივ ვინც ნიჭიერი, განათლებული, კარგი პროფესიონალი იყო, თითქმის ყველა ოჯახებით წავიდა უცხოეთში საცხოვრებლად, ექიმი, ინჟინერი, მასწავლებელი – ყველა მიდის. ახლაც წავიდა ჩემი მეგობრის ოჯახი, სამ შვილთან და ცოლთან ერთად. ასეულობით ოჯახი ვიცი, ვინც დატოვა საქართველო. და ვინ დარჩა? დარჩა უცოდინარი, არაპროფესიონალი ხალხი და ვრჩებით მონებად. ხსნიან უცხოელები საქართველოში კომპანიებს, კაფეებს და იმათთან ვმუშაობთ მონებად კაპიკებზე. ომის გარეშე დაგვიპყრეს, აქეთ რუსის ჯარი მომდგარია გორთან პირდაპირ. მეტი რა გგონიათ გაწყვეტა? თქვენ გგონიათ კედელთან მიგაყენებენ და დაგხვრეტენ? რატომ? რა საჭიროა დახვრეტა, როცა მონებად შეიძლება ვყავდეთ? მოსახლეოების განათლება უნდა იყოს პირველი საკითხი. ქალთა ჩოგბურთის ფინალს ვუყურებდი და იჯდა პირბადით ყველა, ეს იყო განათლებული სამყარო, მეტი რა ფაქტი გინდათ? სახრეს და მათრახს რომ გადაგვარტყამენ, მერე ვიტყვით, უი, უი, რა მოგვსვლიაო? განათლება უნდა იყოს დღეს ქვეყანაში ნომერ პირველი საკითხი და არა სააკაშვილი.

– პირბადეები ახსენეთ და ჩვენ გვეუბნებიან, რომ სამედიცინო პირბადე კარგიაო, მაგრამ ორი სამედიცინო პირბადე უფრო კარგიაო, თუმცა, ამ ორ სამედიცინო პირბადეს “ენ-95” პირბადე სჯობსო. არადა, ვუყურებ პოლიტიკოსებს და ე.წ. საზოგადოებრივ სახეებს და ან საერთოდ არ უკეთიათ პირბადე სწორედ რომ ხალხმრავლობასა და შეხვედრებზე, ან ნაჭრის პირბადებით დადიან და თუ ვიცით, რომ ნაჭრის პირბადე არ აჩერებს ვირუსს, რატომ არ ავკრძალავთ? რატომ იყიდება?

– რატომ და რაც წინა მთავრობა იყო, ესენიც ისეთივე გაუნათლებლები, უცხვირპიროები, უვარგისები არიან, სისულელეს სისულელეზე აკეთებენ, ჯარიმები ჩამოწერეს, პირბადეების ტარება გააუქმეს, მერე კი აღადგინეს, მაგრამ არავინ აკონტროლებს… ახლა ამაზე უნდა კეთდებოდეს გადაცემები ტელევიზიებში… ამიტომ გთხოვთ, პრესის წარმომადგენლებმა უნდა აიღოთ თქვენ ხელში სადავეები, უნდა ისაუბროთ რეალურ პრობლემებზე და გამოსავალზე.

– და მაინც, ერთი სამედიცინო პირბადე გავიკეთო, თუ ორი? იქნებ, სამი? ან, მხოლოდ “ენ-95”? და ეს “ენ-95” ან არ იშოვება, ან იმდენად ძვირი ღირს, რომ მას მოქალაქე ვერ იყიდის არსებული ხელფასით.

-პირაბადე ამცირებს ჰაერის ნაკადის ტემპს – მთავარია სწორად გვეკეთოს, გვეკეთოს ცხვირზეც და პირზეც, ჩვენ ცხვირიდანაც ისევე ვსუნთქავთ, როგორც პირიდან, მთავარია, როცა ორი ადამიანი დგას ერთად, ორივეს ეკეთეს და არა მხოლოდ ერთს, ან მხოლოდ სანახევროდ. დავუშვათ ერთ ადამიანს აქვს კოვიდი და მეორეს არა, თუ კოვიდიან ადამიანს უკეთია პირბადე, მის მიერ გამოტყორცნილი ვირუსის დიდი ნაწილი რჩება პირბადეზე, მცირე ნაწილი, შესაძლოა, გვერდებიდან გამოვიდეს, მაგრამ ჯერ ერთი ეს მცირე ნაწილია მხოლოდ და მეორეც – გამოდის გვერდიდან და პირდაპირ არ აფრქვევ ადამიანს სახეში და თან, თუ დისტანციას იცავ, გვერდიდან რომც გამოვიდეს მცირე დოზით ვირუსის ნაწილაკები, მაინც ძალიან ნაკლებია გადადების ალბათობა. და მეორე ადამიანს, ვისაც არ აქვს კოვიდი, ასევე თუ უკეთია პირბადე, იმ შემთხვევაში, თუ კოვიდიანი ადამიანის პირბადის გვერდითა ნაწილებიდან გამოიპარება ვირუსის ნაწილაკები, მეორე ადამიანის პირბადე შეაჩერებს. მინიმუმამდე დადის რისკი. არ არის საჭირო ორი პირბადე, თუ ორი ადამიანიდან ორივეს უკეთია პირბადე, არიან 2 მეტრიანი დისტანციით, აქედან ერთს კოვიდიც რომ ჰქონდეს, დაცვა მაინც ძალიან ძლიერია. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა ოდენობით მოხვდება თქვენ ორგანიზმში ვირუსის ბაქტერია, ფაქტია ეს უკვე, დადგენილია, რომ ამაზეა დამოკიდებული, ჩვენ ახლა კიდევ ვიძახოთ, არ შველის პირბადეო, ეს არის სწორედ გაუნათლებლობის ნიშანი, ეს არის “გორსალობა” და “ყანა”. თუ ორი ადამიანიდან ერთს არ უკეთია პირბადე, ან უკეთია სანახევროდ, დისტანცია 2 მეტრზე ნაკლებია და კონტაქტი 15 წუთზე ხანგრძლივია, საფრთხე ძლიერდება. თუ არც ერთს უკეთია პირბადე – რასაკვირველია, კიდევ მეტად ძლიერია საფრთხე. რაც უფრო მეტი ოდენობით ვირუსი შემოდის ჩვენ ორგანიზმში, მით უფრო აგრესიულად იწყებს ვირუსი მოქმედებას, მით მეტად დასჭირდება პაციენტს კლინიკაში გადაყვანა, რეანიმაცია მოთავსება და ა.შ. რაც შეეხება ‘ენ-95″-ს, ყველას რაღაცა ინტერესი აქვს, ალბათ. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ყველა თავისი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს ქვეყანაში, შეიძლება ეს პირბადეები ვიღაცას დიდი ოდენობით აქვს შემოტანილი, რა გითხრათ, აბა, იქამდე ფაიზერი იყო დიდი ოდენობით შემოტანილი და არიქა გვიფუჭდებაო. მე ვინც მეკითხებოდა აზრს, ყველას სინოვაკს და სინოფარმს ვურჩევდი.

თეგები: დავით ნანობაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved