• რეკლამა
  • კონტაქტი
00:29, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რის გამო აღიქვამენ ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს „დაბალ ღობედ“?

ალია ავტორი - ალია
00:45 06-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

„ალიას“ პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე ესაუბრება

– „კავკასიური სახლსა“ და   ევროპარლამენტარ  ვიოლა ფონ კრამონს   შორის  მიმოწერა, ეპისტოლური კამათი   საკმაო ხანს გაგრძელდა. მისთვის გაგზავნილ პირველ წერილს თქვენც აწერდით ხელს, რომელშიც კრამონს ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას ლობირებაში დასდეთ ბრალი. მას მისწერეთ,  რომ „უგულავასა და ოქრუაშვილის – შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობთ და იმ პოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ იმყოფებით, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ამჟამად სამართალში მიცემული მიხეილ სააკაშვილის, ავტორიტარული რეჟიმის რეაბილიტაციას“.  არადა, კრამონი მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მოწინააღმდეგე იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ეს კრამონმა საპასუხო წერილით დაადასტურა და რეალობაა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ თქვენი წერილის  ადრესატი არ იყო სწორედ შერჩეული და იჩქარეთ. რას იტყვით ამის შესახებ?

–  აღნიშნულ წერილებს მხოლოდ ხელს კი არ ვაწერდი, ორივე მათგანის თანაავტორიც ვარ. ადრესატიც მშვენივრად შევარჩიეთ. ქ-ნ ვიოლას რამდენჯერმე შევხვედრივარ. მისი ბიოგრაფია და წინა მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებებიც ცნობილია ჩემთვის. გადასარევად ვიცნობ გერმანიის „მწვანეთა პარტიის“ ისტორიასა თუ პოლიტიკურ პროფილს. სწორედ ამიტომ მივწერთ და მას და არა რომელიმე მემარჯვენე პოლიტიკოსს. მისგან გაგვიკვირდა, რომ რადიკალებთან უნისონში კვერს უკრავდა ოქრუაშვილის, უგულავასა და რურუას უპირობო გათავისუფლების მოთხოვნას.

სამწუხაროდ, ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, საქართველოს მთავრობის სიბეციდან გამომდინარე, მთელ ქვეყანას „დაბალ ღობედ“ აღიქვამს. ისინი თავს უფლებას აძლევენ და ადგილობრივი პოლიტიკური თუ სოციალური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, მათ მიერვე დაფინანსებული ორგანიზაციების სამგვერდიანი მოხსენებების საფუძველზე აკეთებენ ზედაპირულ განცხადებებს, „ტვიტებით“ ზემოქმედებენ ჩვენს ყოველდღიურობაზე. ჩვენ ძალიან გვახარებს ის, რომ დასავლელ პარტნიორებს ქართული დემოკრატიის განვითარებაში მონაწილეობის მიღება სურთ. ოღონდ ჩვენს დახმარებას საქართველოს ყოველდღიურობის შესწავლა და მეტი სერიოზულობა სჭირდება. ქ-ნი ვიოლას მიდებ-მოდებებით და ბუნდოვანი პოზიციებით საქმე არ კეთდება.

ჩვენ მას ვუთხარით, რომ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტად ჩამოყალიბებისთვის ადგილობრივი ხალხების უკეთ შესწავლა მმართებს. სამწუხაროდ, ხშირად საკუთარი ეგოს ტყვეობაში მყოფ ხალხს გაჭირვებული ქვეყნის მოქალაქეებისგან მიღებული შენიშვნების მოსმენა აცოფებთ. ეს არის და ეს!

ლევან ჯავახიშვილი, ალია №21

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved