• რეკლამა
  • კონტაქტი
09:09, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გაჭირვებულ ადამიანს რომ ეუბნები, მე პროგრესი მაქვს, ბუნებრივია, გაღიზიანდება… მეც რომ ასე ვიყო, ნერვები მომეშლებოდა“ – მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
13:42 03-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

მართლა ყველა სფეროში პროგრესია – არ არსებობს მიმართულება, არც კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, სადაც სასამართლოში დრამატულად არ არის გაუმჯობესებული სიტუაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს დემოკრატიის კვლევის ცენტრის კვლევის შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

დემოკრატიის კვლევის ცენტრის კვლევის შედეგებით, კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემით საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს უსწრებს.

მდინარაძის თქმით, ზოგადად, როგორც კი რაღაც სფეროში რაიმე წარმატებას მიაღწევს ქვეყანა, მათი ოპონენტების მხრიდან ზუსტად იმ სფეროებზე ხდება დარტყმები.

„რატომ მიდის დარტყმები? დამთხვევაა? სასამართლომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს, ეს ინდექსიც მაგას აჩვენებს და სასამართლოზე მიდის ყველაზე მეტი დარტყმები.

როგორც კი სიღარიბე განახევრდა, სიღარიბეზე დაიწყეს საუბარი, ასეთი დავალება მიიღეს. როგორც კი მიგრაციული სალდო პოზიტიურში გადმოვიდა, 2 ათასი ადამიანით, მაგრამ გადმოვცდით, როგორც იქნა! აი, ბოლო მონაცემებით როგორც კი დაფიქსირდა, მაშინვე მიგრაციას დაარტყეს. 800 ათასზე, შემდეგ 87 ათასზე საუბრობდნენ. ვაშაძემ დღემდე ერთი შემთხვევა ვერ მოიტანა, რომ ემიგრანტს ეკუთვნოდა, საბუთები წესრიგში ჰქონდა და რაღაც უფლება შეუზღუდეს. 52 ადამიანის სია ხომ ჰქონდა ჩამოწერილი, რა უნდოდა?! პირველივე წაეკითხა. დღემდე ვერ გაარკვიეს, რომელი ადამიანი იყო, ვინც დაიჩაგრა საზღვარგარეთ რომელიმე საკონსულოში. როგორც იქნა მიგრაციაზე პოზიტიური სალდო დადო ქვეყანამ, მაშინვე მიგრაციასა და ემიგრაციაზე დაიწყეს საუბარი.

როგორც კი სიღარიბე განახევრდა, სიღარიბეზე დაიწყეს საუბარი. როცა ეკონომიკური წინსვლა შთამბეჭდავი დაფიქსირდა, 4 ათასიდან 8 200-ს გასცდა, მაშინვე ეკონომიკურ წინსვლას დაარტყეს. სასამართლო გაძლიერდა, დამოუკიდებლობის ხარისხი გაძლიერდა, კორუფციასთან ბრძოლაში ასეთი ინდექსებია, იმ წუთასვე სასამართლოს დაარტყეს. სადაც კი წარმატებაა, ურტყამენ ყველა იმ სფეროს, რომ პირიქით აჩვენონ საზოგადოებას. არა თუ ვერ გაიგოს ხალხმა, რომ პროგრესი გვაქვს, არამედ თურმე, სადაც პროგრესია, ზუსტად იქ ყოფილა რეგრესი. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, გაჭირვებულ ადამიანს რა დალევს! ევროპის წამყვან ქვეყნებში ვართ ნამყოფი და იქ გვინახავს უკიდურესად გაჭირვებული უამრავი ადამიანი.

რამდენიმე ასეული ათასი ადამიანია სიღარიბეში დარჩენილი და იმ გაჭირვებულ ადამიანს რომ ეუბნები, მე პროგრესი მაქვს, ბუნებრივია, გაღიზიანდება. მეც რომ ასე ვიყო, ნერვები მომეშლებოდა, გავღიზიანდებოდი. მამუკა მდინარაძე კი არა, რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა გამოვიდეს, 90%-იანი პოზიტიური რეიტინგი რომ ჰქონდეს – ნებისმიერი გამაღიზიანებს, რომ იტყვის, რომ პროგრესი გვაქვს ჩვენ სიღარიბის დაძლევაში. ამაზე მუშაობენ, რადგან იმ გაჭირვებულს ისევ ისე უჭირს, მაგრამ 30%-დან 15%-ზე რომ ჩამოვედით, ვიღაც ხომ ამოვიდა ამ სიღარიბიდან და იმ ადამიანმა შეაფსა და დააფასა. ამიტომ იზრდება „ქართული ოცნების“ რეიტინგი. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ის უკიდურესად გაჭირვებული ადამიანიც, რომ ამ გზით თუ ვივლით, შენც ამოხვალ გაჭირვებიდან, ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ. არა, მაინც და მაინც იმის ტვინზე მუშაობენ, რომ ეს ხალხი გააგიჟონ და არა რეალურ პარალელურ სამყაროში აცხოვრონ“

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved