• რეკლამა
  • კონტაქტი
12:56, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს წელიც დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით” – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:14 09-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

პრემიერმა ირაკლი  ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თქვა – გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,4%-ით და წელსაც დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით ეს წელი. პრემიერის თქმით, ბიუჯეტი წელს დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 64,8 მლრდ ლარი.

“გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,4%-ით და წელსაც დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით ეს წელი. პირველ შვიდ თვეში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,3%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბიუჯეტი წელს დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 64,8 მლრდ ლარი.
„დღეს მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდო ინფორმაცია და ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო ბიუჯეტთან დაკავშირებით. მანამდე, მინდა მოკლე შესავალი გავაკეთო. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის შემდგომ, გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,4%-ით და წელსაც დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით ეს წელი. პირველ შვიდ თვეში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – 10,3%.
ასევე შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტი წელს დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 64,8 მლრდ ლარი. ასევე პროგნოზირებული იყო საქონლის ექსპორტის ზრდა დაახლოებით 13%-ით, ხოლო ტურიზმის აღდგენა, 2019 წელთან შედარებით, – 70%-ის ფარგლებში.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ახალი რისკები შეიქმნა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. ჩვენ მაშინ გვქონდა მსჯელობა და, რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, შესაძლებელია დღეს არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც დღეს მსოფლიოში.
ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს შემდეგი პარამეტრები: საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 36%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს; ასევე მინდა ვთქვა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 1,6 მლრდ აშშ დოლარს, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ წლის პირველ კვარტალში 922 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 62%-ით აჭარბებს; ასევე მინდა ვთქვა, რომ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები იანვარ-ივლისის პერიოდში გაზრდილია 21%-ით. ეს ნიშნავს, რომ წელს, პირველ 7 თვეში, კვლავ ორნიშნა, 10,3%-იანი, ეკონომიკური ზრდა გვაქვს.
ამიტომ, ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ შევცვალეთ ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების წლიური პროგნოზებიც და განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები ითვალისწინებს შემდეგს: რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5% იქნება, ნაცვლად 6%-ისა; ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი განსაზღვრულია 72,2 მლრდ ლარით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6500 დოლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდა სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკითა და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომლისკენაც ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებდნენ.
„მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ძვირფასო მეგობრებო, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება და ეს ცვლილებები ორიენტირებულია 2 ძირითადი მიზნის მიღწევაზე.
პირველი – ეს არის ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება. აქვე, მინდა ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ამის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-თან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით.
წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს. ასეთი ძლიერი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა, რაც ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელია.
ამასთანავე, ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტი იქნება მხოლოდ 3,2%. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებითი თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი.
საბოლოო ჯამში, მე მინდა ვთქვა, რომ ეს პროგნოზი და ტენდენციები გაგრძელდება. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი გვექნება, როგორიც გვქონდა გასულ წელს. ეს მოვახერხეთ ჩვენი სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკითა და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელზეც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ. ამის თაობაზე მინდოდა რომ მომეწოდებინა ინფორმაცია, ანგარიში ჩამებარებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბატონი ფინანსთა მინისტრი არის მზად, რომ ამის თაობაზე დეტალურად ისაუბროს მედიასთანაც. პარლამენტში გვექნება ამის თაობაზე საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ეფექტიანი მუშაობისთვის“
 პრემიერის ეს ანგარიში საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ–გვერდზე დაიდო .
თეგები: ეკონომიკური ზრდაირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved