გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 1,275 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 1,219 ადგილობრივი ინფექციაა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.
ჩინეთში კორონავირუსის 5,134 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსს 4,638 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.გასულ დღე–ღამეში
კომენტარები