• რეკლამა
  • კონტაქტი
18:52, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გასთხარა სალომემ ქოცებს ეს ვირეშმაკობა უკან… ქ–ნო სალომე, ჯიგარი ხართ” – ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:50 05-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,917

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ძალიან კარგი გადაწყვეტილება და სახე აახია ქოცებს. მანამდეც მინდოდა ამ თემაზე დაწერა და ახლა დავწერ რატომ ვთვლი ასე: კობახიძემ ორი დღის წინ მედიასთან შეხვედრაზე თქვა, რომ მზად არიან მოლაპარაკებები დაიწყონ კანონის შეცვლაზე, ოღონდ ახლა ვერაო, მესამე მოსმენით მივიღებთ და მერე პრეზიდენტმა დაწეროს შენიშვნები და იმას გავითვალისწინებთო.

ჩაიკარგა სხვა საკითხებში ეს განცხადება, მაგრამ ეს განცხადება იმის ნიშნად მივიღე, რომ ქოცი პანიკაშია სანქციების გამო და გამოსაძვრომ გზას ეძებს. თუმცა, დავინახე საფრთხე, ჩვენი პარტნიორების ამბავი რომ ვიცი, იმდენად არ უნდათ აქ სიტუაციის ესკალაცია, კიდევ ერთხელ მისცემდნენ სახის შენარჩუნების შანსს ქოცებს, და კიდევ ერთხელ გამოიყენებდა ამას ოცნება ტყუილებისთვის, მანიპულაციებისთვის, კაზუისტიკაში და მუხლებზე წივილ–კივილში ჩაიკარგებოდა, გაიდღაბნებოდა ყველაფერი და მათი პასუხისმგებლობა, ამასობაში გააგრძელებდა ქოცი ისევ იგივეს – ძალადობას, ტერორს, პროპაგანდას და ა.შ. და ბოლოს ისევ გადააგდებდა ყველას. ამ პროცესს შესაძლოა მართლაც ხალხის დაბნეულობა და პროტესტის გაფანტვა გამოეწვია. ხოდა, გამოვიდა დღეს სალომე და გასთხარა ქოცებს ეს ვირეშმაკობა უკან: მე მოტივირებულ შენიშვნებს არ გამოგიგზავნით, ამ კანონს არ გაგიკეთილშობილებთ, ან მიიღეთ რაც არის, ან არაო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქოცებს აღარ დაუტოვა მანევრირების სივრცე და შეტენა სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც გააკეთებენ უახლოეს კვირებში და ვერავინ ვეღარ შეუნარჩუნებს სახეს. ეს არის ძალიან კარგი. მიიღეთ ქოცებო კანონი, რაღატომ შფოთავთ და ცუღლუტობთ? ბ–ნმა ბიძინამ ხომ გითხრათ მე ყველაფრის კარგად დათვლა ვიცი და ახლაც დავთვალეო. ხოდა, დაუჯერეთ, ენდეთ. ველოდები მოუთმენლად თქვენს გადაწყვეტილებას. ქ–ნო სალომე, ჯიგარი ხართ

“მე არ შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს რუსული კანონი, არა, ის არის რუსული და თქვენც ამ კანონთან ერთად” – ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved