• რეკლამა
  • კონტაქტი
10:07, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაშიშვლება, ცემა, წაქცეულისთვის დარტყმა – გოგა მემანიშვილი ახალ სკანდალში

ალია ავტორი - ალია
16:47 11-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
506

მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის დროს დაკავებული აქტივისტები საპოლიციო ძალებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. 

უფლებადამცველი, ლაშა ტყეშელაძის თქმით, მან ზაჰესის იზოლატორში რამდენიმე დაკავებული მოინახულა, ისინი ძალადობაზე მიუთითებდნენ. სერიოზული ბრალდებებია გოგა მემანიშვილის მიმართ. გუშინდელი აქციის არაერთი მონაწილე ამბობს, რომ გოგა მემანიშვილი პირადად იყო ჩართული დაკავებებში. გარდა ამისა, წინა დღეებშიც, მემანიშვილი ჩართული იყო პირადად აქციის მონაწილეების გადაადგილების შეზღუდვაში, მათ შორის, მაგალითად, უკრძალავდა ზებრა გადასასვლელზე გადასვლას.

ადვოკატის თქმით, პატიმრები ზუსტად ვერ ამბობენ, წაქცეულს ვისი ხელი მოხვდა კონკრეტულად, თუმცა, ამბობენ, რომ მემანიშვილი მათ შორის იყო. თავად გასცა ცემის ბრძანება და უყურებდა ცემას, თუ თავად ცემდა? – ორივე დანაშაულია, სხვადასხვა სიმძიმის, ცხადია, თუმცა, ობიექტური გამოძიების პირობებში, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ორივე დასჯადია.

მოვინახულე რამდენიმე პატიმარი ზაჰესის იზოლატორში. მათ მე განმიმარტეს, რომ მოხდა ფიზიკური ძალადობა. მაგალითად ერთ-ერთმა დაკავებულმა მითხრა, რომ როდესაც [გოგა] მემანიშვილმა ხელი მოქაჩა რომ აკავებდა, ამ დროს წააქცია, რამდენიმე პოლიციელი მივიდა და თავის მიმართულებით დაარტყა. 

ასევე, გიორგი ჟამერაშვილმა მითხა, რომ მასზეც ფიზიკურად იძალადეს, მუშტი დაარტყეს სახის მიმართულებით. 

დაიწყეს ახალი ძალადობის სერია. იქ იყო მემანიშვილი, იქ იყვნენ სხვა ძალოვნები, რომლებიც არიან უფროსები, ან მათ იძალადეს, ან სხვა ადამიანებმა, რომლებიც იქ იყვნენ. [დაკავებულები] ვერ ასახელებენ ზუსტად ვინ იძალადა, რადგან ერთი მხრივ წაქცეულზე ურტყეს, მეორე მხრივ “კრუგში” ვიყავი და მაშინ მომხვდაო, ერთ ერთმა დაზარალებულმა აღნიშნა. 

პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები არიან დაზარალებულები და არა სამართალდამრღვევები.

როდესაც ერთ-ერთი დაკავებული აიყვანეს მანქანაში, ადგილიც კი არ იყო მანქანაში და ეს ადამიანები სკამზე კი არ დასვეს, ანუ სადღაც ჰყავდათ ჩამუხლული და ჩამუხლულ მდგომარეობაში ძლივს მიიყვანეს სამართალდამცავ ორგანოებამდე,” – ამბობს ლაშა ტყეშელაძე, ტვ პირველთან,

ადვოკატის განმარტებით, დაკავებული კაცები დროებითი მოთავსების იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები გააკეთებინეს. 

გუშინაც, რამდენიმე დაკავებულ კაცს სთხოვეს, რომ გაშიშვლებულიყვნენ და გაეკეთებინათ ბუქნები,” – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved