• რეკლამა
  • კონტაქტი
19:07, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გარწმუნებთ, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ცივილიზებულ სამყაროს როგორ მოვიხსენიებთ ოცნების დეპუტატებს და მინისტრებს” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:54 03-31-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
318

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:

,,ისეთი ამბავი ატყდა რუბიოს გადმორეკვაზე კობახიძესთან, რომ მგონი ხალხს სერიოზულად ეგონა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას ამერიკა და ევროპა ისევე არ აღიარებდა, როგორც მანანა არჩვაძე პუტჩის შემდგომ ხელისუფლებას.

ბიძინასთან კი არა კაციჭამია ბოკასას რეჟიმთან ურთიერთობდა ფორმალურად მთელი დასავლეთი, მაშინ როცა, ტიპს ჩაციებული ოპოზიციონერების სხეულის ნაწილები ჰქონდა შენახული მაცივარში.

ბიძინას რეჟიმთან რომ მინიმალურ დონეზეა ფორმალური ურთიერთობა, ეს იმის გამოა, ამ რეჟიმმა ევროპასთან კონფრონტაციის გზა რომ აირჩია და უკრაინის ომში ფაქტობრივად რუსეთის მხარე დაიჭირა და არა იმიტომ, რომ კობახიძეს პრემიერის ნაცვლად ივანიშვილის პრემიერს ვეძახით. გარწმუნებთ, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ცივილიზებულ სამყაროს როგორ მოვიხსენიებთ ოცნების დეპუტატებს და მინისტრებს.

საქართველოში პროტესტი რომ არ წყდება, ამას, რასაკვირველია, აქვს სერიოზული მნიშვნელობა, რადგან ეს ერთგვარი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ ეგუებიან ოცნების ანტიევროპულ პოლიტიკას, მაგრამ თუ ვინმეს იმის ილუზია გაუჩნდა, რომ ამის გამო საქართველოს მთავრობას არავინ არსად არ დაელაპარაკება და არავინ არასდროს არ დაურეკავს, ძალიან ცდება. საგარეო ზეწოლა სანქციების გარდა კონტაქტებსა და დალაპარაკებასაც გულისხმობს.

რაც უფრო მეტი და ხშირი კონტაქტები იქნება ამერიკასთანაც და ევროკაშირთანაც, ეს ცუდი კი არა, პირიქით კარგია ხელისუფლებისთვისაც, ოპოზიციისთვისაც, სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც და საერთოდ ქვეყნისთვისაც. აბა ამის ალტერნატივა რომელ ქვეყნებთან კონტაქტია, კი იცით და ის ქვეყნები არც სინდისის პატიმრების გათავისუფლებას რომ არ მოითხოვენ ასი წელი და არც უაზრო დრაკონული კანონების გაუქმებას, ისიც კარგად მოგეხსენებათ. სამაგიეროდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვს, არ დავასახელებ და ერთი ჩრდილოელი მეზობელი და ჩინეთი გააპროტესტებს ამას, არაბეთის გაერთიანებული ემირატი თუ თურქმენეთი გადაიჭრის ვენებს?

ჰოდა, რომელი ჯობია?“

თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved