• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გარკვევით ვამბობ!”– ის, რისი გაგებაც “ოცნებას” არ უნდა – “თარგმანის თარგმანი”

ალია ავტორი - ალია
17:52 04-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,019

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Euronews-თან საუბრობს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ინიცირებას ეხმაურება და ამბობს:

“მინდა გარკვევით ვთქვა: ეს კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრით მიიღეს, ის საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, პირიქით. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ამის გამო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაიყინოს, მიშელი ამბობს, რომ “საქმე აქამდე არ მისულა, თუმცა ნებისმიერი განვითარება, რაც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, ზეგავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს”.

“[ევროკავშირის] გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დამყარებული პროცესი და იდეაა კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. იდეა ისაა, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს”, – ამბობს მიშელი და განმარტავს, რომ თუ საქართველოს მმართველი პარტია კენჭს აღნიშნულ პრინციპებსა და ღირებულებებთან შეუსაბამო კანონპროექტს უყრის, ეს პროცესზე გავლენას მოახდენს. (თარმანი – მთავარი არხი)

 

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს და საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს მიმართავს:

ძვირფასო კობახიძე. არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს. რუსულ კანონს ევროპარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. ევროკავშირი ქართველების სიმამაცით აღფრთოვანებულია და მათ გვერდით დგას”, – წერს კრამონი.

საქართველოს სახელით, პრემიერის ბრალდებებს დღეს უკვე უპასუხეს გერმანიიდანაც:

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოს პრემიერს მიმართავს და ამბობს:

„ძვირფასო, კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა! მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება „უცხოელი აგენტების კანონს”. გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის”, – წერს როთი.

მიზეზი, თუ რატომ ხვევს დამატებით მეტ და მეტ საერთაშორისო სკანდალში ქვეყანას ხელისუფლება ასეთი ბრალდებებით პარტნიორი ქვეყნებისადმი და რატომ აიძულებთ მათ, ხმამაღლა თქვან, რომ საქართველოს პრემიერმა ვერ გაიგო ნათქვამი, ან მოიტყუა (და ორივე ერთმანეთზე უარესია) – კობახიძეს არ განუმარტავს. 

ტყუილი, თუ უმეცრება? – თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, წინააღმდეგნი ვართ – კრამონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved