• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, შაბათი, 29 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გარეჯზე სააკაშვილმა ეს თავად განაცხადა” – ჯონდი ბაღათურია

ბრალდების მოწმე აცხადებს, რომ კომისიასთან შეხება არ ჰქონია

ალია ავტორი - ალია
17:09 10-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
262

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ჩვენებას აძლევს პარლამენტის ყოფილი წევრი, ჯონდი ბაღათურია, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეა.

ჯონდი ბაღათურია:

„კომისიასთან შეხება არ მქონია. დავით გარეჯს რაც შეეხება, ბევრჯერ ვყოფილვარ. გადავდიოდით მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადავო რომ გახდა. 2006-2007 წლიდან ჩვენი გადასვლა გაართულეს. 2007 წლის შემდეგ ოპოზიციაში გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან არაჯანსაღ დამოკიდებულებას აქვს ადგილი. პოლიტიკური ლიდერების მხრიდან იყო განცხადებები, რაც აჩენდა განცდას, რომ ადგილი აქვს ღალატს. 2007 წელს იყო განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს საკითხი კომისიის დონეზე არ წყდებოდა. გამოიკვეთა, რომ მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი შედიოდა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, საზღვარი ისე გავლებულიყო, რომ სტრატეგიული სიმაღლეები და ფერდის ერთი მხარე აზერბაიჯანს გადასცემოდა. 2012 წლამდე რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა, ამ საქმისთვის რეზონანსი მიგვეცა. დროებით ლაგდებოდა ვითარება, რომ არ უნდა დაგვეძაბა პარტნიორ და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობა. ვხსნიდით ამ თემას დღის წესრიგიდან, როცა ვიგებდით, რომ ბერები გაატარეს, იმ იმედით, რომ ეს თემა დალაგდებოდა. 2012 წელს მყარად ამოვიდნენ, აღარც ბერებს და აღარც მონასტრის წინამძღვრებს ატარებდნენ. შეუვალები გახდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებამ დიდი ეჭვი გააჩინა, რომ აქ ღალატს აქვს ადგილი. ქვეყნის მთავარსარდალი გაიპარა იტალიაში, ფოტოები გავრცელდა, მაღაზიებში დადიოდა, ძვირიან საათებს არჩევდა იმ დროს, როდესაც გარეჯში დაძაბული ვითარება იყო. პარლამენტში მისი იმპიჩმენტი მოვითხოვეთ და ბრალი დავდეთ ქვეყნის ღალატში. მთავარსარდალი რომ აკეთებს განცხადებას, მე მთხოვა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომ მას უნდა სტრატეგიული სიმაღლე. სტრატეგიული სიმაღლე ქედის წვერზეა საუბარი. იმპიჩმენტის საკითხი 2012 წელს დავაყენე. ვიცოდი, რომ ჩავარდებოდა, მაგრამ ამას პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

2007 წელს პრეზიდენტი (მიხეილ სააკაშვილი) პირდაპირ ამბობს, მე დავავალე ხაზი ისე გაივლოს, რომ სტრატეგიული სიმაღლე იმათ დარჩეთო. რაღაც დოკუმენტია შედგენილი, რომლის საფუძველზეც, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები წინმსწრებით ამოვიდნენ და დადგნენ. როდესაც მელაშვილი აქტიურად დადიოდა მედიაში და ერთ-ერთ გადაცემაში აქტიურად ამტკიცებდა, რაც შენი არ არის, არ არის შენი, ჩიჩხიტურა და ბერთუბანი არ არის ჩვენიო, ღალატი დავარქვი“, – განაცხადა ბაღათურიამ.

სხდომას ესწრებიან ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვაც, რომელთაც საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს ედავებიან.

თეგები: დავით გარეჯიჯონდი ბაღათურია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება
ახალი ამბები

“აისრულე სურვილები სრულად“ – ლიბერთის ზამთრის ახალი შეთავაზება

19:00 11-28-2025
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved