• რეკლამა
  • კონტაქტი
03:27, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გარდაცვლილთა 1%-იც არ იქნება აცრილი! ჩვენთან ერთი გარდაიცვალა მხოლოდ და ისიც ძალიან მძიმე თანმხლები დაავადებით – დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
15:11 12-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„ისევ აცრის შესახებ..ძალიან ვთხოვე ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ამირანს, გარდაცვლილთა რაოდენობის გამოცხადებისას ისიც აღნიშნონ, რამდენია მათ შორის ვაქცინირებული. იდეა მოეწონა, მაგრამ ტექნიკურად ცოტა რთული აღმოჩნდა იმავე დღეს დიფერენცირება. ამიტომ თვის ჭრილში აკეთებენ, თუმცა თვის ჭრილში ამას ნაკლები ადამიანი ეცნობა და კარგავს იმ მნიშვნელობას, რაც უნდა ჰქონდეს. გარდაცვლილთა 1%-იც არ იქნება აცრილი! ჩვენთან ერთი გარდაიცვალა მხოლოდ და ისიც ძალიან მძიმე თანმხლები დაავადებით- შეიძლება კოვიდის გარეშეც რომ გარდაცვლილიყო! რამდენი ხანია ბოჭორიშვილის კლინიკის 20 კაციან რეანიმაციაში აცრილი ადამიანი არ მოხვედრილა! ესაა მთავარი!წინა სტატიის კომენტარში ასეთი რამ გამოჩნდა: ” თანმდევი დაავადებით ისეთი ხალხი კვდება კოვიდის დროს, რომელიც ისეც მოკვდებოდნენ”-ო. დამახინჯებულადაა გადმოცემული ჩემი ერთი ქეისი. მართლაც გარდაგვეცვალა ერთი აცრილი პაციენტი, ავთვისებიანი სიმსივნის მქონე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ” ყველა ვინც კვდება მომაკვდინებელი სხვა სენიც აქვს”. უკუღმართი ლოგიკაა. რა თქმა უნდა არსებობს რისკის ჯგუფი, ვისაც განსაკუთრებით ერჩის კოვიდ-19, მაგრამ ეს ვირუსი რომ არ შეხვედროდა, 20-30წელს იცხოვრებდა! აბა, საბოლოოდ ყველა მოკვდავები ვართ. თანმდევი დაავადებებიდან გამოვარჩევდი დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკულ დაავადებებს, სიმსუქნეს! ჩემი წონის კაცი უკვე რისკ ფაქტორის მქონეა, თუმცა პრაქტიკულად ჯანმრთელად ვითვლები. ორშაბათს, დილის კონფერენციაზე, ჩვენი კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის უკვე ძალიან ბევრის მნახველი უფროსი, Tata Kachibaia მკვდარი სახით შემოვიდა.. ბევრჯერ მითქვამს, როგორ ბერდებიან ერთ დღეში რამოდენიმე წლით ექიმები.. წინა ღამით ორსაათ ნახევარი იბრძოდა ახალგაზრდა, 40 წლის კოვიდიანი მამაკაცის სიცოცხლისთვის. ბოლოს მაინც გამოსტაცა სიკვდილმა ოჯახის მამა.. ავადმყოფი დიდი წონის მქონე იყო (ამის გამო დიაბეტიც ჰქონდა დაწყებული). ძალიან დიდი სინანულით და ამავე დროს სრული დარწმუნებით თქვა თათამ: “აცრილი რომ ყოფილიყო აუცილებლად ცოცხალი იქნებოდა დღეს და შეიძლება ჩემთანაც კი არ მოხვედრილიყოო”. წვრილშვილიანი ოჯახი დარჩა უმამოდ. ვთხოვე, ეს სიტყვები ტელევიზიითაც ეთქვა, მაგრამ სააერთოდ სიტყვაძუნწია და მივეცი თავს უფლება აქ მეთქვა თქვენთვის“ – წერს გადელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved