• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბრძოლა გრძელდება – ლელო

ალია ავტორი - ალია
14:29 03-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

“ლელო” განცხადებას ავრცელებს:

ბრძოლა გრძელდება – საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა. ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა.
ქართველი ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და მთლიანად ქართული საზოგადოების ერთიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.
ამ ეტაპზე – საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა და გადაურჩა ამ მახინჯი საკანონმდებლო ინიციატივის მიღებით მოსალოდნელ უდიდეს პოლიტიკურ ზიანს!
საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ცხადად დაინახა რომ საქართველო, ქართველი ხალხი, მიუხედავად, დღევანდელი ხელისუფლების მოღალატეობრივი მცდელობისა, მაინც მიაღწევს საწადელს და გახდება ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი.
ხელისუფლებამ რუსული კანონპროექტის ძალისმიერი მეთოდებით, ტყუილითა და აუხსნელი სისწრაფით გატანის მცდელობით საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მშვიდობიანი მომიტინგეების დაუნდობელი დარბევით კი ცეცხლზე ნავთი დაასხა და ახალგაზრდებს მწვავე ქმედებებისკენ უბიძგა.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პროტესტის მონაწილე; გამოძიებული და დასჯილი იყოს მიტინგის დარბევისას ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევები და პარლამენტის უახლოეს სხდომაზე იურიდიულად გაფორმდეს რუსული კანონის უკან გაწვევა.
ბრძოლა გრძელდება პატარ-პატარა თუ დიდი გამარჯვებებით არჩევნების გზით ამ საოკუპაციო რეჟიმისგან საბოლოოდ გათავისუფლებამდე. ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღი არის ერთიანობა-შესაბამისად ლელო გააგრძელებს ბრძოლას ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობის გასაძლიერებლად ქვეყნის მიმტაცებლების წინააღმდეგ. ვფიქრობთ, რომ უკანასკნელი დღეების მოვლენებმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა, თუ გვსურს ვიცხოვროთ ერთიან, თავისუფალ და ევროპულ ქვეყანაში.
თეგები: ლელო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved