საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული ქართველი მეზღვაურის, შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსის, იური ქორიძის გარდაცვალების გამო.
“იური ქორიძე 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემსახურა საზღვაო სფეროს.
1965-1980 წლებში დაასრულა ბათუმის საზღვაოსნო და ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლები.
მუშაობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში.
თავად 30 წლის ასაკში გახდა შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსი და შემდგომ არაერთ მეზღვაურს შეუწყო ხელი პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარდგინებით 2019 წელს დაჯილდოვდა საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
თანავუგრძნობთ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები