• რეკლამა
  • კონტაქტი
13:33, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გარდაიცვალა და ახლა გავბედავ ვთქვა რა აქვს გაკეთებული და რაც ჩვენი თვალით ვნახეთ” – მამა ლევანი

ალია ავტორი - ალია
14:20 09-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

მამა ლევანი მეუფე სერგი (ჩეკურიშვილის) შესახებ წერს:

„მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი)
აქამდე საჯაროდ ამის უფლებას არ მომცემდა, გარდაიცვალა და ახლა გავბედავ ვთქვა რა აქვს გაკეთებული მარტო ჩვენი ერთი ოჯახისთვის და რაც კიდე ჩვენი თვალით ვნახეთ.

როცა მის გრემის სასულიერო სემინარიაში ჩავირიცხე, დაოჯახებული არ ვიყავი, თუმცა საცოლე მყავდა. რადგან ვიცოდით მამათა მონასტერში უნდა მეცხოვრა, გვიჭირდა მაგრამ შევეგუეთ იმ აზრს რომ 4 წელი ვერ შევქმნიდით ოჯახს. მაგრამ მეუფეს რას გამოაპარებდი.

ახალი დაწყებულია სწავლა, საქმეზე ვიყავი კასპში ჩამოსული, დილაა მძინავს და მირეკავს „ბიჯო გამოგყვება ის გოგო?“ რა ვიცი კი ალბათ მეუფე-თქო.

ყველას როგორ სწვდებოდა მისი ფიქრები და გული არ ვიცი, არავინ არ ვიყავი მისთვის ხომ. მარიამი დამთანხმდა, მაგრამ სახლში არ თქვა ისე ჩავედით კახეთში. რადგან მშობლების კურთხევა არ ჰქონდა, გამოგვიშვა უკან, ლოცულობდა და მონასტერს ალოცებდა რომ მშვიდად მივეღეთ.

ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩავედით, ჯვარი დაგვწერა. სახლი გვინახა დაგვასახლა, დაგვაწყებინა ცხოვრება.

სემინარიაში სწავლა, კვება, რვეული, კალამი, ცხოვრება ყველაფერი უფასოდ იყო. მეტიც, ყოველთვე ყველა სტუდენტს ფულს გვჩუქნიდა, საკითხავ წიგნებს ვყიდულობდით. მარიამს საქმეთა მართვა ასწავლა, დაასაქმა რომ გვერჩინა ოჯახი.

შვილი რომ გვეყოლა, დედა ჩამოვიდა კასპიდან დასახმარებლად. მეუფე დედასაც შეჰპირდა დასაქმებას. სახლში საუბრობდნენ ჩემები სად უნდოდათ ემუშავათ, რომ ბავშვისთვისაც მიეხედათ. დილით რომ მივიდნენ, ზუსტად ის უთხრა რაზედაც ისაუბრეს და ისე დაასაქმა.

მას ამის ნიჭიც ჰქონდა, თუმცა ამასაც მალავდა. უცხო მხარეში, ახალ შექმნილი ოჯახი ვიყავით და გვეხმარებოდა და გვჩუქნიდა ყველაფერს, ფული, ტანსაცმელი, საჭმელი, გადასაფარებელი, რა ვიცი რა ჩამოთვლის, როგორც მშობელი ისე იყო.

ერთხელ ჩაიყო ჯიბეში ხელი და ხურდებიღა ჰქონდა ოცდაორ ლარამდე და ის მომცა. პირველ კურსი რომ დავხურე, კაბით შემმოსა სემინარიაში, მერე პატრიარქთან წარმადგინა და მაკურთხა დიაკვნად.

საქართველოს მოლოცვის გარდა, ორჯერ საზღვარგარეთ გამიშვა მოსალოცად, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მისი ხარჯებით. ერთხელ თავად იყო საზღვარგარეთ და ღამე ურეკავს გიორგის, „მიდი ფული მიუტანე მაგათ“.

გიორგიმ დაგვირეკა „ხომ მშვიდობა გაქვთო ისე რეკავსო“ კი ჩვენ არაფერი გვითქვია-თქო. გავახსენდით უცებ და.

როგორც მახსოვს გიმნაზიაში სამასი ბავშვი სწავლობდა, სოფლებიდან თავისი ტრანსპორტით მოჰყავდა ბავშვები, ასწავლიდა, ერთხელ აჭმევდა და ისევ არიგებდა სახლებში და ეს ყველაფერიც უფასოდ.

იყო ძალიან სულიერი, დიდი და ამავე დროს ძალიან უბრალო. ერთხელ ძალიან მაღალი თანამდებობის ხალხი ჰყავდა სტუმრად და თვითონ სამხედრო მუქი მწვანე ფერის ჯემპრით იყო. სასწავლებელი რომ დავამთავრე, გამომიშვა ჩემ მხარეში მსახურებისთვის და ყოველთვე ფულს გვირიცხავდა ხელფასივით, სანამ მანდ რამე შემოსავალი გაგიჩნდებათო.

შვილის ნათლობა რომ ვთხოვე, კახეთში კი არ ჩამაყვანინა ბავშვი, დაიღლებაო, ამხელა ადამიანი თავად ჩამოვიდა კასპში ნათლობისთვის. როცა მასთან ჩავდიოდი, მეც და ჩემ თანმხლებ ხალხსაც გვჩუქნიდა ყველაფერს რაც გააჩნდა, თაფლი, ჯვარი, ღვინო, წიგნები, ჩურჩხელა და ა.შ.

გვასწავლა მეც და ფოფოდიას უამრავი რამ, ზედ გვყვებოდა, ცხოვრება მოგვიწყო ადამიანებს ვინც მანამდე მისი შორეული ნაცნობებიც კი არ ვიყავით.

ახლა, ბოლოს ოპერაცია რომ გაიკეთა და ვნახეთ, ამ გაჭირვებული ჯანმრთელობით, დეტალურად გამომკითხა მშობლებზე, ხომ არ გვიჭირდა, მისი ქინძმარაული რომელიც მაცივარში ინახება, თერმოსით გვაჩუქა რომ კასპამდე გაეძლო, წიგნები და თავის ნათლულს თანხა.

ხილი მივართვი კასპიდან, არ ეჭმეოდა, მაგრამ შენ რომ გაეხარებინე შენთან ერთად მიირთმევდა შენ მიტანილს. უხაროდა ყველა საჩუქარი.

ეჰ მეუფე, რომელ ერთი დავწერო, რომელ ერთზე მოგიხადო მადლობა. დაგვრჩა ეს მოგონებები, შენი ნაჩუქარი ნივთები და მათღა ვეფერებით.

შევეცდები ისე ვიცხოვრო რომ გაგახარო. მშვიდობით ჩვენო უძვირფასესო, ლამაზო მღვდელმთავარი.

ჩვენო სულის და ხორცის ტკივილო. ჩვენთვის მშობლის გარდაცვალების ტოლფასია მისი წასვლა. მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ რომ, ჩვენ იმიტომ ვტირით, რომ ჩვენი თავი გვენანება მეუფის გარეშე, თორემ თავად სადაც არის ძნელი მისახვედრი არაა.

რაც მეუფე სერგიმ აკეთა, ამაზე მეტი რა უნდა მოასწრო ადამიანმა რომ წმინდანი გახდე არ ვიცი.

მაშ ჩვენ სულ უიმედოდ ვყოფილვართ. ახალგაზრდობიდან ბერია, გააცოცხლა უამრავი მიტოვებული მართლმადიდებლური კერა, აღზარდა 3 მეუფე, მღვდლებს, ბერებს და მონაზვნებს არ ვიცი თუ ვინმე დაითვლის, დააარსა 3 სემინარია, მათ შორის ქალთა, გიმნაზია, ბაღი, გამოსცემდა და უფასოდ არიგებდა უამრავ საეკლესიო ლიტერატურას, აცმევდა, აჭმევდა გაჭირვებულებს, მკურნალობის ფულს უხდიდა ავადმყოფებს, რამდენი სასოწარკვეთილი, ცოდვილი გადაარჩინა, არაფრის მცოდნენი ხალხად აქცია, ცხოვრება მოუწყო.

როცა გუშინ მის სხეულთან მივედი, ვერ გავბედე მეთქვა ღმერთო აცხონე, პირიქით მას ვთხოვდი ისევ დახმარებას და მაგრძნობინა კიდეც დახმარება“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved