დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
“ხატია დეკანოიძე გამოდის და საუბრობს ” მაშინ ყოფილი ხელისუფლების დროს მურუსიძე იყო სწორედ გირგვლიანის საქმეზე, ეს იყო სწორედ ძალიან ცუდი და დიდი გარღვევა იყო”, – ციტატის დასასრული……. გარღვევა იყო აბა რა და ამას გავყვიროდით სწორედ მაშინ ოპოზიციაში რომ ვიყავი (ბევრი სხვა) და მე პირადად… და კიდევ “გარღვევა” ის იყო პოლიციის მაღალჩინოსანს ხმა რომ არ ამოუღია, (არადა ვალდებული იყო) მეტიც “გაპრავება” ისე, როგორც დეკანოიძე ახერხებდა მაშინ იმ უწყებაში. ეს არის “გარღვევა” ,მხოლოდ მურუსიძე არა !! ვახ, დავიღალეთ რა მუდამ “სხვის გარღვევაზე” საუბრით და “შეხოცვით”! ყველამ თავისი პასუხისმგებლობა იგრძნოს, ნუ “სათვალის” გაკეთება და თითის გაშვერა მხოლოდ სხვისკენ პასუხისმგებლობას ხომ არ გხსნით ?! ცუდია, ბავშვობაშიც მახსოვს ცუდი სახელი ერქვა “ოსტატურად” გადაბრალებას და თავის დაძვრენას!”
კომენტარები