• რეკლამა
  • კონტაქტი
18:05, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ალია ავტორი - ალია
17:56 12-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

სოფელ ჩუმლაყში, 25 მარტს მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საუბარია ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ, მალხაზ ბადუაშვილთან დაკავშირებულ კრიმინალურ ფაქტზე, რა დროსაც ბადუაშვილს და კიდევ 2 პირს ესროლეს. ბადუაშვილი დაიჭრა, ხოლო ერთი ადამიანი დაიღუპა.

გენპროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათი მტკიცებულებები და ბრალდებული ჯუანშერ ტურიაშვილი დამნაშავედ ცნო.

“პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჯ.ტ.-ს კონფლიქტი ჰქონდა მ.ბ.-სთან, რის გამოც შურისძიების მოტივით მისი მკვლელობა განიზრახა. მსჯავრდებული 25 მარტს, დილის საათებში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყთან, საავტომობილო გზაზე ჩაუსაფრდა დაზარალებულს და მისი ავტომანქანის მიმართულებით მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში არსებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადად გაისროლა. სროლის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს დაზარალებულმა და ავტომანქანაში მყოფმა ორმა პირმა, ხოლო ერთი პირი მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარება, ) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 22 დეკემბერს, ჯ.ტ. სრულად დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ინფორმაცია, რომ მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდა, მომხდარისთანავე გავრცელდა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved