• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

განსაკუთრებული ფასები Mazda CX5-სა და Mazda CX60-ზე – Black Friday-ს შეთავაზებები „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“

ალია ავტორი - ალია
16:57 11-21-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
593

ნოემბრის ბოლო კვირა ყველასთვის გამორჩეულია ე.წ. Black Friday-ს შეთავაზებებით. კომპანიები მომხმარებლებს მიმზიდველ ფასდაკლებებს სთავაზობენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც „მაზდა ცენტრი თეგეტაა“.  კომპანიის ისტორიაში პირველად, წელს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, Black Friday-ს შეთავაზებებით ისარგებლოს და იაპონური ბრენდის ავტომობილები განსაკუთრებულ ფასად შეიძინოს. „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებები მაზდას ორ გამორჩეულ მოდელს: Mazda CX5-სა და Mazda CX60-ს ეხება.

შეთავაზების ფარგლებში Mazda CX5-ის შეძენა  $32,400-ის ნაცვლად,  24 500 დოლარად არის შესაძლებელი. ხოლო Mazda CX60-ის ფასი $49 000-ის ნაცვლად 39 000 დოლარია.

Mazda CX5 მსოფლიოში და საქართველოში მაზდას ყველაზე გაყიდვადი მოდელია. SUV ტიპის ავტომობილი „მაზდა ცენტრი თეგეტას“  შოურუმში რამდენიმე კომპლექტაციითაა წარმოდგენილი. იაპონური ხარისხის თვალსაჩინო წარმომადგენელი გამძლე, საიმედო ავტომობილია, რომელიც ქალაქშიც და ქალაქგარეთაც  კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს.

რაც შეეხება მეორე მოდელს, რომლის შეძენაც შავი პარასკევის სპეციალური ფასითაა შესაძლებელი – ეს არის სრულიად ახალი Mazda CX60. ავტომობილი 3,3  ტურბო „მაილდ-ჰიბრიდული“ ძრავითაა წარმოდგენილი და, შესაბამისად, მეტად მძლავრია, თუმცა, სიმძლავრესთან ერთად, მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ეკონომიურობაცაა. გაუმჯობესებული დიზაინითა და პერფორმანსით Mazda CX60 საუკეთესოდ ასახავს მაზდას სწრაფვას პრემიუმ სეგმენტისკენ.

ელენე მამულაშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „Mazda CX5-ზე ყოველთვის ყველაზე მაღალია მოთხოვნა მაზდას მოდელებს შორის და ეს მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ეს არის ავტომობილი, რომელიც თავს აყვარებს მომხმარებელს და, ზოგადად, მაზდას მფლობელები ერთგულებით გამოირჩევიან, ამიტომაც, როცა არსებობს მიზეზი და შესაძლებლობა, ყოველთვის ვცდილობთ, ეს მოდელი საუკეთესო ფასად შევთავაზოთ მომხმარებლებს.

Mazda CX60 საქართველოს ბაზარზე წელს შემოვიდა და, შესაბამისად, გვინდა, ეს ახალი მოდელი გავაცნოთ ჩვენს მომხმარებლებს, დამატებითი ბიძგი მივცეთ, რომ გამოცადონ, ნახონ მისი უპირატესობები და თავად შეაფასონ.

ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებლის მოთხოვნებს არასდროს ჩამოვრჩეთ და მათთვის ყველაზე საუკეთესო შეთავაზებები დავგეგმოთ და განვახორციელოთ“.

მაზდას ორივე მოდელი „მაზდა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია ხელმისაწვდომი. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დაჯავშნოს ტესტდრაივი და თავად გამოცადოს ავტომობილის შესაძლებლობები. „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევის აქცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

—

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved