• რეკლამა
  • კონტაქტი
19:41, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“განათლების სამინისტროს კატეგორიულად ვთხოვ სასწავლო პროგრამას დაამატოს საგანი …” – თეა გვასალია

ალია ავტორი - ალია
20:39 04-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27,885

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თეა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“განათლების სამინისტროს კატეგორიულად ვთხოვ სასწავლო პროგრამას დაამატოს საგანი „წაკითხულიდან აზრის გამოტანა“. სხვა გზა არ არის, გვეღუპება ერი. გუშინწინ ერთი უწყინარი პოსტი დავდე. მოკლე შინაარსს დავწერ, სტრიქონებს შორის კიდევ რამე რომ არ ამოიკითხონ.

ვწერდი, რომ არც ერთ ომში არასდროს, არავის დაუნდვია ქალები და ბავშვები. (თუ ვცდები და იცით რომელიმე მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტი, სადაც ჯერ ქალები და ბავშვები მოაშორეს იქაურობას და მხოლოდ ამის შემდეგ დასცხეს კაცებმა ერთმანეთს, მითხარით და სულ წავშლი იმ საცოდავ პოსტს), სამწუხაროდ, არც ბუჩა აღმოჩნდა გამონაკლისი, ღმერთო, ყველას აშორე ის ჯოჯოხეთი, რაც იქ დატრიალდა, მშვიდობა მოგვეცი და დაიფარე ჩვენი შვილებითქო.

ჩემი მეგობრების უმეტესობამ, ცხადია ადექვატურად აღიქვა შინაარსი, მაგრამ კომენტარს ხომ უცხოებიც წერენ. მათი აზრით მე, თურმე ვამტყუნებ უკრაინას ომში რომ ჩაება. ვაკნინებ ბუჩას სასაკლაოს, ყველა ომში ხდება ასეთი რამ და რა მოხდა, იქაც თუ მოხდათქო. (ღმერთო, აი ასეთი უკუღმართიი ქვეტესტი რომელმა გაღუნულმა ტვინმა უნდა უკარნახოს თავის პატრონს?!), მოვუწოდებ ერს უბრძოლველად დავნებდეთ რუსეთს (საერთოდ, კომენტარებს რომ ვკითხულობდი, მეგონა რუსეთმა უკვე გამოგვიცხადა ომი, მე თეთრ დროშას ვაფრიალებდი კაპიტულაციის ნიშნად და ყველა სხვა ფეისბუქელი კლავიატურის ნაცვლად ავტომატს აკაკანებდა.) აღარაფერს ვამბობ, რამდენმა დასვა ორი, უკვე ათას ადგილას ათასჯერ გამეორებული კითხვა: აბა დათვი რომ მოგერევა უნდა დაუწვე და სიამოვნება მიიღო? და დავით აღმაშენებელს რომ ასე ეფიქრა, ახლა სად ვიქნებოდით?

მოკლედ, ძალიან დავიღალე ყველასთვის ცალ-ცალკე პასუხის გაცემით და აქ გწერთ.

1. უკრაინელი ხალხი გმირია. რამდენად სწორად მოიქცა მათი მთავრობა, ისტორია შეაფასებს.
2. პუტინი ავადმყოფი სადისტია. კაცმა არ იცის, რა გადაუტრიალდება ტვინში. თუ, ღმერთმა დაგვიფაროს და აქეთ მომართა თავისი დაწყევლილი ტანკების ლულები, ცხადია, შევაკვდებით, მაგრამ ჭკუიდან გადასული ხარის წინ წითელი ნაჭრის ფრიალი არ მიმაჩნია სწორად, რამეთუ ჩვენ, ქალებიან-ბავშვებიანად 4 მილიონიც არ ვართ, ის 145 მილიონია და როგორც უკრაინის გამოცდილებამ გვაჩვენა, გარედან კაციშვილი არ იქნება ჩვენი დამხმარე.
3. პოსტი არ იყო პოლიტიკური, პასუხებში მომიწია პოლიტიკურ დებატებში შესვლა, რასაც ვერც ცხოვრებაში ვიტან და ვერც ფეისბუქზე.
4. მშვიდობის ნატვრა არც სიმხდალეს ნიშნავს, არც რუსეთუმობას და არც ჯერარდაწყებულ ომში კაპიტულაციისკენ მოწოდებას.
5. და რა ვიცი, დღეს თუ თქვენ მშვიდობაზე სანატრელი რამე გეგულებათ, დაწერეთ, არ მოგერიდოთ, ისეთები წავიკითხე იმ კომენტარებში, რაღა გამაოცებს”, – წერს გვასალია.

თეგები: თეა გვასალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved