• რეკლამა
  • კონტაქტი
08:53, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“განათლების მინისტრი სტივენ ჯონსს უთხრა, ეს კაცი ჩვენი მოწინააღმდეგეა და რატომ მიიწვიე ჰარვარდშიო?” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
19:17 11-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,885
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:
პოსტი ყალბი თავმდაბლობის გარეშე.
10-12 წლის წინ რომ არავინ მიცნობდით, მაშინ, ერთი ახალგაზრდა დოქტორანტი ზურგგაუმაგრებლად დავეტაკე სამუშიას, კალანდიას, დუნდუას (ეს საქ. ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობს თსუ-ში) და კიდევ არაერთს. ახლა რომ მათი წუნწლი მთელს ქვეყანას აყროლებს, მაშინ ისტორიკოსებში იგრძნობოდა ეს ლოკალურ დონეზე.
მაგალითად სამუშია, რომელიც მაშინ ასისტენტ პროფესორი იყო თსუ-ში, როგორ ამაღლდა 10 წელიწადში აკადემიკოსობამდე და რექტორობამდე? ისე რომ სფეროსა და დარგში ხმა არავინ ამოიღო. ახლა cool არის და იოლია მასზე საუბარი (თუმცა, ისტორიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა ისევ არ იღებს ხმას), მაგრამ ამ დუმილმა დაგვასვა ეს ხალხი თავზე.
სამოქალაქო შეგნება ნიშნავს იმას, რომ ზოგადად პუტინს და ბიძინას კი არ ებრძვი, არამედ შენს საპასუხისმგებლო ზონაში სწევ წინააღმდეგობას, სწორედ იქ, სადაც შეიძლება შენ პირადი საფრთხე შეგექმნას. თუნდაც სულ მარტო იყო, მთავარია გჯეროდეს შენი სიმართლის და მისთვის იბრძოდე.
ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ნაძირალა ისტორიკოსს, რომელსაც საჯაროდ არ დავპირისპირებოდი და ისტორიკოსთა შორის ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პატიოსან ადამიანს, რომელთანად მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა არ მაკავშირებდეს. ყველა რომ ასე ვიქცეოდეთ ჩვენს სფეროში, დღეს იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ.
ძალიან ბევრის მოყოლა შემიძლია რა დაუშავეს ამ ადამიანებმა დარგს, ქართველთა კოლექტიურ ცნობიერებას და კონკრეტულ ადამიანებს. წლების მანძილზე ვწერდი რეცენზიებს, საჩივრებს, მაგრამ “ეს მე არ მეხება” დამოკიდებულება იყო გარშემო. მდუმარეებს ინგლისურად ჰქვიათ enablers, ანუ ისინი, ვინც თავიანთი დუმილით ბოროტებას საშუალებას აძლევენ გაიმარჯვოს.
ჩემი წარსული წლების ნაწერებიდან რამდენიმე ლინკს კომენტარებში გაგიზიარებთ. ამ ნაწერების გამო, მე თსუ-დან მაგდებდნენ. ოფიციალურად დაისვა საკითხი “ეთიკის კომისიაზე” ჩემი გარიცხვის შესახებ. უფრო მეტიც, პოლიციის განყოფილებაშიც დამიბარეს.
მე მაშინ გარიცხვას სტუდენტურმა მოძრაობამ, უცხოელი მეცნიერების ჩარევამ და სულ რამდენიმე ქართველი კოლეგის გამბედაობამ გადამარჩინა.
ეს ისტორიები ათ წელზე მეტია ზედმიწევნით იციან ქართველმა ისტორიკოსებმა.
თუმცა პრობლემები აქ არ დამთავრებულა. შარშანწინ ფულბრაიტის გრანტი რომ მოვიგე და ჰარვარდის ქართულ პროგრამაზე ვიყავი მიწვეული, განათლების მინისტრი (ამილახვარი) შეხვდა პროგრამის ხელმძღვანელ სტივენ ჯონსს. მინისტრმა ბევრი არაფერი იცოდა ჰარვარდის ქართული პროგრამის შესახებ, მაგრამ ზედმიწევნით იცნობდა ჩემს ფეისბუქ პოსტებს (სახელით ვიცი ვინც უსქრინავდა და აკითხებდა). ეს კაციო, განაცხადა მინისტრმა, ჩვენი მოწინააღმდეგე არისო და რატომ მიიწვიე ჰარვარდშიო? საერთოდ, რა გინდა ამ ილიაუნისთანო? აგერ არის თსუ და მასთან ითანამშრომლეო. აი, ამ ბოდვებისთვის ეცალა განათლების მინისტრს.
ყოველივე ამის მიუხედავად, კიდევ ასჯერ რომ დავიბადო, ასივეჯერ იგივეს გავაკეთებდი. არაფერია იმ სირცხვილზე უარესი, როცა საკუთარი თავის გრცხვენია; არაფერია იმაზე დიდი ტრაგედია, როცა შენს შვილს შენს გამო რცხვენია. და პირიქით, არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა არც შენ და არც შენს შვილს არაფრის გრცხვენიათ, როცა შევიწროვებულები, გაჭირვებულები, მაგრამ მართლები ხართ. შეიძლება ამ ქვეყნიდან წასვლა ან კიდევ რამე უარესი მომიწიოს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, მეცოდინება რომ მართალი ვიყავი. სანამ შემეძლება და როგორც შემეძლება, იქამდე ვიდგები ამ გზაზე.
არ ვიცი სამუშიებს სირცხვილის გრძნობა საერთოდ თუ აქვთ, მაგრამ შვილები გაიზრდებიან და თუ ჩვენ შევძელით ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა, მათ შვილებს შერცხვებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved