• რეკლამა
  • კონტაქტი
08:41, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

ალია ავტორი - ალია
13:38 06-03-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

დამოუკიდებლობა იწყება მაშინ, როდესაც ვაცნობიერებთ, რომ საკუთარ მომავალს ჩვენი გადაწყვეტილებებით ვქმნით. განათლება კი ხშირად სწორედ ის პირველი გააზრებული ნაბიჯია, რომელიც ადამიანს განვითარების, თავისუფლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისკენ მიჰყავს.

ამ რწმენით, თიბისი ტექ ოლიმპიადების ჰაბის მეშვეობით ახალგაზრდებს ეხმარება, ცოდნა და უნარები საერთაშორისო ასპარეზზე გამოსცადონ. ამ გამოცდილების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ქეთა ციმაკურიძე — ახალგაზრდა პროგრამისტი, რომელმაც საკუთარი ამბავი განათლებითა და მუდმივი განვითარებით შექმნა.

ქეთას ისტორია კომაროვის სკოლიდან იწყება. ტექნოლოგიებითა და ალგორითმებით დაინტერესების შემდეგ მან სწავლა კომპიუტერულ მეცნიერებათა ცენტრ მზიურში გააგრძელა, სადაც ოლიმპიადების შესახებ შეიტყო და საერთაშორისო კონკურსებისთვის მზადებაც დაიწყო.

“ადრეულ ასაკში, პირველი გააზრებული ნაბიჯი, რომელიც დამოუკიდებლობისკენ შეგიძლია გადადგა, განათლების მიღებაა. სწორედ ამიტომ ჩავაბარე კომაროვში, პარალელურად კი სწავლა მზიურში დავიწყე. იქ ალგორითმებით დავინტერესდი და სწორედ ამ გარემომ გამაცნო ოლიმპიადების ტექ ოლიმპიადებში მონაწილეობა, საუკეთესო გზაა საქართველოდან საერთაშორისო ასპარეზის ნაწილი გახდე და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში შენი შესაძლებლობების კარი გაიღოს“, — ამბობს ქეთა.

ტექოლიმპიადების ჰაბის მხარდაჭერით, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა თიბისის გენერალური სპონსორობით დააფუძნა, ქეთამ საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ წარმატებას მიაღწია და ბრინჯაოს და ვერცხლის მედლების შემდეგ ზედიზედ ორი ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა ქეთასთვის ეს გზა მხოლოდ გამარჯვებებს არ უკავშირდება. მისი თქმით, ოლიმპიადებმა ასწავლა, რომ მარცხიც განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

დღეს ქეთა MIT-ის მეოთხე კურსის სტუდენტია და მალე პროგრამისტის პოზიციაზე სტაჟირებას ამერიკის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ კომპანია Citadel Securities-ში დაიწყებს.

„განათლება ადამიანის არჩეულ გზაზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების ყველაზე ძლიერი იარაღია. და როცა საკუთარი შესაძლებლობების გჯერა, შეუძლებელიც არაფერია”, — აღნიშნავს ქეთა.

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც მათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში დაეხმარება. ქეთა ციმაკურიძის ისტორია კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განათლება დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved