• რეკლამა
  • კონტაქტი
18:54, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

განახლებული Mazda CX-5 საქართველოშია – რა შეცვალეს იაპონელებმა 2022 წლის მოდელში?

ალია ავტორი - ალია
14:11 06-15-2022
- მთავარი, რეკლამა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
184

 

„მაზდას“ ყველაზე გაყიდვადი მოდელი – განახლებული SUV Mazda CX-5 ქართველი მომხმარებლისთვის „მაზდა ცენტრი თეგეტაშია“ ხელმისაწვდომი. იაპონურმა ავტომწარმოებელმა ერთ-ერთ საუკეთესო მოდელში მნიშვნელოვანი ცვლილებები წელს შეიტანა. ახალ ავტომობილში შეხვდებით როგორც ექსტერიერისა და ინტერიერის ცვლილებებს, ისე განახლებულ ფუნქციურ მახასიათებლებს.

„Mazda CX-5 იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. ამ ავტომობილის განახლებული ვერსია მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე წელს წარადგინეს. „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ კი ავტომობილი ხელმისაწვდომი უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც გახადა. Mazda CX-5 გამორჩეულია დიზაინითაც და ტექნიკური, ფუნქციური მახასიათებლებითაც. ეს ავტომობილი იდეალური გადაწყვეტაა როგორც ქალაქის პირობებში, ისე შორ გზაზე სამოგზაუროდ“, –  Tegeta Premium Vehicle დირექტორი პეტრე წაქაძე.

ახალი ავტომობილის ექსტერიერში იაპონური ბრენდის დიზაინერებმა მსუბუქი ცვლილებები შეიტანეს. Mazda CX-5-ის რადიატორის ცხაურა კიდევ უფრო დაიხვეწა, წინა და უკანა განათების სისტემა კი – განახლდა. გაიზარდა წინა ბამპერის საშხეფარი, ხოლო უკანა ბამპერის რეფლექტორი დაპატარავდა.

 

Mazda CX-5-ის ინტერიერში, ცენტრალურ კონსოლზე, სმარტფონების დასამუხტი განყოფილება დაემატა, ბენზინისძრავიან და სრულამძრავიან ვერსიებს კი – სვლის რეჟიმების გადამრთველი. გაიზარდა ინფორმაციული ბორდკომპიუტერის ზომა 10.25 ინჩამდე. განახლებულ მოდელში შეიცვალა საბარგული, სადაც დამატებითი სათავსო გაჩნდა.

ავტომობილის ინტერიერი ნაპას ტყავსა და მოშავო-მონაცრისფრო დაზოლილ ჩანართებს მოიცავს. Mazda CX-5-ში დამატებულია „ვაირლეს ჩარჯერი“. ახალ ავტომობილში საგრძნობლად შეიცვალა და დაიხვეწა დისკის ვიზუალი.

იაპონურმა ავტომწარმოებელმა ტექნიკური მახასიათებლების დახვეწაზეც იზრუნა და მეტი კომფორტისთვის Mazda-ს განახლებულ მოდელში ავტომობილის ძარა, ხმაურიზოლაცია და დაკიდების სისტემა გააუმჯობესა. CX-5-ის მართვის დროს მის სალონში ახლა კიდევ უფრო ნაკლები ხმაური აღწევს.

მნიშვნელოვანი ცვილელებაა Off-Road ღილაკი და გაზრდილი კლირენსი, რაც დაგეხმარებათ უგზოობის დროს, მარტივად და ეფექტურად გადალახოთ ბარიერები.

 

 

ავტომობილში გაუმჯობესდა  ე.წ. საცობის ასისტენტი, რომლის ახალი ფუნქციებიც მძღოლს ავტობანზე აჩქარებაში, დამუხრუჭებასა და მოხვევაში დაეხმარება.

განახლებული CX-5-ის შეძენა შესაძლებელია როგორც წინა, ისე სრული ამძრავით. ბენზინის ერთი ძრავა 2,0 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი აგრეგატია 165 ცხენის ძალით, ხოლო მეორე – 2,5-ლიტრიანი 194 ცხენის ძალით.

განახლებული CX-5-ის შეძენა „მაზდა ცენტრი თეგეტაშია“ შესაძლებელი. ავტომობილის დეტალურად დათვალიერება კომპანიის ვებგვერდზეც შეგიძლიათ.

—

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

თეგები: თეგეტა მოტორსიმაზდა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved