• რეკლამა
  • კონტაქტი
19:10, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

განადგურებული რუსული სამხედრო კოლონა – რას შიშობენ რუსები? – უკრაინული შეტევის ახალი დეტალები

ალია ავტორი - ალია
14:18 08-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,060
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
უკრაინული შეტევა კურსკის ოლქზე [12:00 საათის შეჯამება | 09.08.2024]:
– წუხელ ღამით უკრაინულმა არტილერიამ თითქმის სრულად გაანადგურა რუსული სამხედრო კოლონა კურსკის ოლქის რაიონული ცენტრის, რილსკის სიახლოვეს. განადგურებული კოლონა ძირითადად ცოცხალი ძალისაგან შედგებოდა. სავარაუდოდ გამოყენებული იყო კასეტური ბომბები, რომელიც საფანტივით იშლება და მასობრივ მსხვერპლს იწვევს. ასეთი მასშტაბის განადგურება 2022 წლის თებერვალ-მარტის შემდეგ აღარ ყოფილა.
– უკრაინელებმა მასირებული იერიში მიიტანეს რუსეთის ლიპეცკის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე. დაბომბვაში მონაწილეობდნენ დრონები. შედეგად, განადგურებულია იარაღის საწყობი და სამი მრავალფუნქციური ბომბდამშენი. დაბომბვა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა და გამთენიას დასრულდა. 
– კურსკის ოლქიდან უკრაინელთა მხრიდან საინფორმაციო ვაკუუმი გრძელდება. რუსებიც ბუნდოვან ინფორმაციას იძლევიან, თუმცა ჩივიან, რომ უკრაინულმა დივერსიულმა დაჯგუფებებმა და მოწინავე ავანგარდმა თითქმის ლგოვამდეც კი მიაღწია. ეს არაა არმიის მთავარი ნაწილი, ესაა ისეთი დაჯგუფებები, რომლებიც საბრძოლო დაზვერვას შეიძლება ეწეოდნენ. მეტიც, რუსული წყაროები იტყობინებიან, რომ უკრაინელებს იმაზე ბევრად მეტი ცოცხალი ძალა ჰყავთ საზღვართან მობილიზებული, ვიდრე უშუალოდ კურსკის ტერიტორიაზეო. რუსები შიშობენ რომ ან უკრაინული ძირითადი ძალები ჯერ კიდევ არ ჩართულან შეტევაში ან სხვა მიმართულებით გახსნიან ახალ ფრონტს. ამასთან, უკრაინელები დაკავებულ ტერიტორიებზე რუს მოსახლეობასთან კონტაქტში არ შედიან.
– რუსებმა დონეცკის ოლქიდან დაიწყეს ძალების გამოყვანა და კურსკის ოლქისაკენ მათი გადასროლა. ამ ფონზე უკრაინელებმა ლოკალურად ინიციატივა დაიბრუნეს დონეცკის ოლქის ზოგიერთ მიმართულებაზე. როგორც მინიმუმ, დონეცკის ოლქში უკრაინელებზე აქტიური დაწოლა შემსუბუქებულია.
– მთელი ღამე იბომბებოდა რუსეთის სამი ოლქი: ბრიანსკი, ვორონეჟი და ბელგოროდი. რაც კი მცირე რაოდენობით იარაღის საწყობი თუ ინდუსტრიული ცენტრებია, უკრაინელები აქტიურად ახორციელებენ მათ დაბომბვას. 
– უკრაინელები აგრძელებენ ტყვეების მოპოვებას. როგორც რუსები ამბობენ ასობით რუსი ტყვე გადაიყვანეს უკრაინელებმა უკრაინის საზღვრის მიღმა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა წვევამდელია.

“რუსები რუსეთის ტერიტორიასვე ბომბავენ” – უკრაინული შეტევის ახალი დეტალები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved