• რეკლამა
  • კონტაქტი
17:01, სამშაბათი, 22 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“განადგურდა ის რკინიგზის ეშელონებიც, რომელთაც რუსებისათვის იარაღი, საკვები და საწვავი მიჰქონდათ” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
16:15 06-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,548
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“9 ივნისის შეჯამება უკრაინაში:
– ლუგანსკის რაიონში, კადიივკაში, პოპასნაიას აღმოსავლეთით, დილით, რუსული “ვაგნერის” ძალების თავყრილობა უკრაინულმა არტილერიამ სრულად გაანადგურა. ბოლო დღეებია “ვაგნერი” განსაკუთრებით დიდ დანაკარგებს განიცდის ლუგანსკის რაიონში. ამ შემთხვევაში დანაკარგი 100 სამხედროზე მეტი შეიძლება იყოს.
– დონეცკის რაიონში, ლიმანის სამხრეთით სოფელ დიბროვასთან რუსებმა შემტევ ძალებს მოუყარეს თავი, რომელთაც მდინარე სივერსკი დონეცი უნდა გადაელახათ, თუმცა უკრაინულმა დრონებმა მათი აღმოჩენა შეძლეს და კოორდინატების დაზუსტების შემდეგ მძიმე და ხანგრძლივი საარტილერიო ცეცხლით რუსული ნაწილების თავყრილობა გაანადგურეს.
– დონეცკის რაიონში, ლიმანის ჩრდილო-აღმოსაველეთით 18 კილომეტრში მდებარე სვიატოჰირსკი რუსებმა სრულად დაიკავეს (გუშინ მხოლოდ ნაწილს აკონტროლებდნენ). უკრაინელები მდინარის სამხრეთით გამაგრდნენ. სამონასტრო კომპლექსი კვლავ უკრაინელთა ხელში რჩება. ირგვლივ ტყიანი და მთიანი მასივიდან უკრაინული არტილერია ამუშავდა რუსული პოზიციების წინააღმდეგ, რათა მათ მდინარის გადმოლახვა და ქალაქში საცეცხლე პოზიციების გამართვა ვერ შეძლონ.
– დონეცკის რაიონში, ბოლო რამდენიმე დღეა პრაქტიკულად უწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს იზიუმი-სლავიანსკის გზაზე, თუმცა უკრაინელებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი დასახულ ამოცანას და გააჩერეს რუსული იერიში. რუსებს ამ მიმართულებით სამ დღეში ძალიან დიდი დანაკარგები აქვს. უკრაინელებმა რუსების განადგურებულ ნაწილებზე საუბრისას 800 სამხედროს შესახებ გააჟღერეს. რთული სათქმელია რეალურად რა მდგომარეობაა, მაგრამ ტყიანი მასივის, ჭაობებისა და საარტილერიო ცეცხლის ფონზე რუსების მაღალი დანაკარგი უცნაური ნამდვილად არ იქნება.
– ლუგანსკის რაიონში ხელიდან ხელში გადადის სოფელი ტოშკივკა და მისი შემოგარენის კონტროლი. ორ კვირაში დაახლოებით ოთხჯერ შეიცვალა სიტუაცია სოფელში. ტოშკივკა ლისიჩანსკისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს, თუმცა იქვე, სამხრეთითაა ზოლოტეც, რომელზეც უკრაინული თავდაცვის ძირითადი ზღუდე გადის.
– პოპასნაიადან დაძრული რუსები ინტენსიურად უტევენ კომიშუვახასაც, რომლის ნაწილიც მათ ხელშია, მაგრამ სრულად აღებას ვერ ახერხებენ. სოფლის დაკავება ზოლოტეს მდგომარეობას ბევრად დაამძიმებს და შესაძლოა მისი ევაკუაციაც კი გახდეს საჭირო. მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა დღეს უკრაინელებმა დამატებითი ძალების მიშველება და რუსების შეტევის მოგერიება შეძლეს, რის შემდეგაც რუსებმა მცირედით დაიხიეს უკან და საარტილერიო იერიში წამოიწყეს.
– ბრძოლა სევეროდონეცკისათვის კრიტიკულ ფაზაშია შესული. რუსებმა ქალაქის ცენტრის დაკავება კვლავ მოახერხეს, თუმცა სამხრეთით შეტევა ჩაუვარდათ. ლისიჩანსკიდან უკრაინული არტილერია უწყვეტად ბომბავს რუსულ პოზიციებს. ამასთან, სამხრეთის რაიონს ესაზღვრება ინდუსტრიული რაიონიც, რომელში ბრძოლაც დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხანაში იყო იმ განსხვავებით, რომ უკრაინელებს მომარაგების ქსელი არ გადაეჭრებათ. თუმცა ჯერჯერობით უკრაინელები ქალაქის ურბანული ნაწილის დაახლოებით 30%-ს კვლავ აკონტროლებენ.
– უკრაინულმა დრონებმა და არტილერიამ რუსულ სანგრებზე, იარაღის საწყობებსა და სამალავებზე ერთიანად მიიტანეს იერიში ხერსონის რაიონში. ქალაქზე შეტევის დაწყებისათვის უკრაინელებმა რუსული გამაგრებული პოზიციები უნდა გაანადგურონ ჯერ.
– უკრაინულმა ავიაციამ არტილერიასთან ერთად ხერსონის რაიონში რუსული მომარაგების ქსელი დაბომბა. განადგურდა ის რკინიგზის ეშელონებიც, რომელთაც რუსებისათვის იარაღი, საკვები და საწვავი მოჰქონდათ. იგორ გირკინი – ცნობილი რუსული სეპარატისტი – აცხადებს, რომ ამ ტემპის გაგრძელების შემთხვევაში უკრაინული არმია მალე ხერსონზე პირდაპირ იერიშს წამოიწყებს.
– რუსები უკრაინელთა შეტევას ზაპორიჟიას რაიონშიც ელოდებიან. ამ დღეებში მათ სამხედრო ნაწილები აქედან ხერსონისაკენ გადაიყვანეს, თუმცა ახლა უკან დააბრუნეს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ უკრაინული არტილერია განმეორებით ბომბავს რუსული იარაღის საწყობებსა და მომარაგების ქსელს პოლოჰისა და მელიტოპოლის მახლობლად.
– საარტილერიო თვალსაზრისით იცვლება მდგომარეობა უკრაინაში. უკვე 90 ერთეული M777 საარტილერიო დანადგარი მუშაობს უკრაინელთა მხარეს. მალე საქმეში ჩაერთვება ბრიტანელების მიერ გადაცემული M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემაც. ამასთან, დამატებითი პოლონური “კრაბები” იმაზე მოკლე ხანში აღმოჩნდა უკრაინელთა ხელში, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
ძალიან კარგად მუშაობს ფრანგული CAESAR-ის თვითმავალი არტილერია. პრაქტიკულად უმაღლესი სიზუსტით იბომბება რუსული პოზიციები მისი გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან მრავალი საკამათო განცხადება იქნა გაკეთებული ომთან მიმართებით მაინც, მათ ღირებული საარტილერიო დანადგარები გადასცეს უკრაინელებს. ერთადერთი პრობლემა, რომელსაც უკრაინელები აწყდებიან ათვისების ნელი პროცესია, ხოლო რადგან სისტემის ეფექტურად მუშაობისათვის ინგლისური ენის ცოდნაა აუცილებელი ამან გარკვეული პრობლემები წარმოშვა, რაზეც თავად უკრაინელი სამხედროებიც საუბრობდნენ უკრაინულ რადიო თავისუფლებასთან. თუმცა პრობლემა მალე სრულად დაიძლევა. დასავლური ტიპის იარაღის შესწავლას ყველა ვარიანტში დიდი დრო დასჭირდებოდა არმიას, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ომის პირობებში სწავლობს მათ.
რეალური სურათის ცვლილება დიდი რაოდენობით თანამედროვე დასავლურ ტექნიკას შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ რუსებს კვლავ აქვთ ტექნიკური უპირატესობა სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება უკრაინელთა სასარგებლოდ, ხოლო სიზუსტის თვალსაზრისით უკრაინელები ბევრად აღემატებიან მოწინააღმდეგეს.
– რუსმა სეპარატისტებმა მარიუპოლში დატყვევებულ ორ ბრიტანელ მოხალისეს სიკვდილი მიუსაჯეს. ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით “ყველაფერი გაკეთდება მათ გამოსახსნელად”.
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად
ახალი ამბები

შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად

15:01 07-22-2025
გაატარე ზაფხული შენებურად –  ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – ახალი თიბისი ბარათი მომხმარებლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

18:15 07-21-2025
თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები

12:53 07-19-2025
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი
ახალი ამბები

2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს – თიბისი

18:59 07-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved