თბილისში, ვაკეში, ვაკეში, 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობაში ბრალდებულის, ბიზნესმენ გელა არობელიძის მეუღლე, ფეისბუკში განცხადებას ავრცელებს:
“გაგიკვიდებათ, მაგრამ დუმილი უნდა დავარღვიო. მიცნობთ თუ არ მიცნობთ ყველა დამიჯერებთ, თუ როგორი მძიმე იქნება ჩემი მდგომარეობა. უფალს ვთხოვ შეუნდოს ჩემს მეუღლესა და გარდაცვლილ ბატონს მათი ცოდვები. ღვთის სამართალი და კაცის ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ გთხოვთ, თავი შევიკავოთ ერთმანეთის განკითხვისაგან, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან. განა შეღავათია თქვა დანა გულში ან მუცელში მოხვდა, როცა ფეხის კუნთია დაშავებული. განა შეღავათია ჩემთვის გარდაცვლის წარსულზე შავბნელი ცნობების მოწოდება. დაე, უფალმა განსაჯოს. გულწრფელი სამძიმარი მის ოჯახს. უზომოა ჩემი მწუხარება, მაგრამ, როგორც პატარა ნაპერწკალი გულს მითბობს, თქვენი კეთილი სიტყვები გელას მიმართ გამოთქმული. მადლობა უფალს, მას ისე უცხოვრია, რომ ამ საშინელი იარლიყის მიუხედავად, სიყვარულით იხსენიებთ. სამოცი წელი ისე გაუვლია დასაშანტაჟებლად 10 წლის ასაკში მისი და პოლიციელი ბიძის ნათესაობა გამოიყენეს. ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით, მძიმე ამბით, რომ დავამძიმეთ სამყარო. მეუბნებიან, ნუ გეშინია, ყველაფერი გაირკვევაო, მაგრამ ვიცი აღარასოდეს იქნება ყველაფერი კარგად, როცა ღვთისა და ადამიანთა მიმართ პასუხისმგებლობა გაქვს ამ საზარელ ფაქტს ვერ დაივიწყებ” წერს სალუქვაძე;











კომენტარები