• რეკლამა
  • კონტაქტი
21:38, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამწარებულია ივანიშვილი და კობახიძე და მძევლები აიყვანეს” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:22 09-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,954

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, თქვა:

 

გამწარებულია კობახიძე, ივანიშვილი, აგებენ არჩევნებს, აგებენ განსაკუთრებით დედაქალაქში. გლდანში და სამგორში ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020-ში წააგეს არჩევნები და ახლა ორი შტაბის ხელმძღვანელი მძევლად აიყვანეს, ახლა სასამართლოში უნდა ატარონ.

ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მაღალანაზღაურებად ხელფასებზე, ადამიანების ყოფა როგორ შემსუბუქდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ მათ უნდათ პენსიების ზრდაზე კი არ ვილაპარაკოთ – არა! არამედ უნდათ, რომ დაიჭირონ ირაკლი ნადირაძე. 1000 ლარიან პენსიაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა დაიჭირონ ირაკლი ეძგვერაძე. საბანკო ოლიგარქიის დაშლაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ამ ყველაფერზე კი არ უნდათ რომ ვილაპარაკოთ, არამედ სასამართლოში, დაკითხვებზე უნდა გვატარონ.

დაკავებული უნდა ჰყავდეთ შტაბის ხელმძღვანელი რამდენიმე დღე. ცხადია, მოსამართლეც მონაწილეობს ამ ანტიდემოკრატიულ მოქმედებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელი გვეშლება საარჩევნო კამპანიაში. უკაცრავად, მაგრამ ისედაც ორი თვეა საარჩევნო კამპანია და თუ გლდანის ხელმძღვანელს სასამართლოში ატარებენ და დააკავებენ, სამგორის ხელმძღვანელს დააკავებენ და სასამართლოში ეყოლებათ, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია, როგორი დემოკრატიაა ეს?

ასე გაგრძელების შემთხვევაში ვიზებითაც კი აღარ შეგვიშვებენ ევროპაში, არათუ უვიზოდ. ქვეყანა დაიხურება მართლა ჩალით და დავემსგავსებით ჩეჩნეთს და ამ ქვეყნის ჩეჩნეთიზაცია აქვს გადაწყვეტილი ზუსტად ივანიშვილს. 

სასაცილოა, რომ თურმე ირაკლი ნადირაძე ყოფილა საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება და კობაიძე არის დალაგებული და გომელაური არასახიფათო ადამიანი, რომელიც ქუჩაში სცემს 19-20 წლის ახალგაზრდებს თავისი ზონდერი ხარებას მეშვეობით. თურმე, ეს ხალხი უნდა იყოს თავისუფლებაზე და ჩვენ არ შეგვიძლია ხალხთან საუბარი. ასე არ გამოვა, მეგობრებო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved