ტაძრებში დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირების მექანიზმები, ძალიან ბევრი არ მივიდა და მადლობა ამ ადამიანებს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, აღდგომის დღესასწაულმა წესების დაცით ჩაიარა, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ამით მხოლოდ რისკი შემცირდა და რეალური სურათი 10 დღეში გამოჩნდება.
„მოგეხსენებათ, მკაცრი შეზღუდვები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ინფექციასთან ბრძოლის, როცა არ არსებობს ვაქცინა და არ არის ეთიოტროპული წამალი. სოციალური დისტანცირება და შეზღუდვები გახლავთ სწორედ ამ მობილობის შეზღუდვა, გადაადგილების შეზღუდვა, ერთად თავშეყრის შეზღუდვა, ხალხის ერთად ყოფნის შეზღუდვა ინფექციის გავრცელების რისკს ამცირებს. ამიტომ ვფიქრობ, რაც ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო ვთქვათ თავშეყრილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, იგივე ტაძრებში და დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირების მექანიზმები, ძალიან ბევრი არ მივიდა და მადლობა ამ ადამიანებს, ეს სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების შემდგომი ზრდის რისკს მხოლოდ და მხოლოდ შეამცირებს. დამშვიდების საფუძველს ჩვენ არაფერი არ გვაძლევს. ერთი და ორი დღე დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ მოგვცემს“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები