• რეკლამა
  • კონტაქტი
16:02, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამოცხადებული რეორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება დედაქალაქში – კალაძე

ალია ავტორი - ალია
12:53 12-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში რეორგანიზაცია განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებამდე დაიწყო, შესაბამისად, „მერიაში ძალიან ბევრი, დიდი ცვლილებები იქნება“.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მერიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ჭრილში ძალიან ბევრი არასწორი შეფასება მოისმინეს. მისივე თქმით, თუ ადამიანი ნახავს, როდის გამოცხადდა რეორგანიზაცია, ნახავს თარიღს და „აშკარად დარწმუნდება იმაში, რომ გამოცხადებული რეორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება დედაქალაქში“.

„გაცილებით ადრე გამოცხადდა რეორგანიზაცია, ბოლოს 2017 წელს განვახორციელეთ რეორგანიზაცია, სამსახურების ოპტიმიზაცია და შესაბამისად, დავიწყეთ აღნიშნულის განხორციელება, რადგან ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ. კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავამარტივოთ სამსახურების მუშაობა, რაც რა თქმა უნდა, უნდა აისახებოდეს დედაქალაქზე და დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე. ბევრი შეფასებები მოვისმინეთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირველი, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საერთოდ არანაირ კავშირში არ არის აღნიშნულ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან რეორგანიზაცია“, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე, განმარტებები გააკეთა პრემიებთან დაკავშირებით.

„ასევე ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს, რომ მაგალითად, გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური შეფასებები პრემიებთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ჩვენ ვიყენებთ პრემიების გაცემა-არგაცემის საკითხს თანამშრომლების დასაშანტაჟებლად, რაც არის ტყუილი, სიცრუე არ შეესაბამება სიმართლეს.

2017 წლიდან ვარ თბილისის მერი, თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ შემთხვევას, რომ ჩვენ ვიღაცა დაგვესაჯა პოლიტიკური შეხედულებების გამო, ან ვიღაცის მიმართ მქონოდა არასამართლიანი დამოკიდებულება თავისის შეხედულებების გამო სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ბუნებაში არ არსებობს არცერთი მაგალითი, რომ ჩვენ ადამიანები დაგვეყო პოლიტიკური ნიშნით ან რაღაც შეხედულებების გამო. რაც შეეხება ზოგადად პრემიის საკითხს, პრემიას განსაზღვრავს კანონმდებლობა, ხდება კონკრეტული თანამშრომლის შეფასება მის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის და რა თქმა უნდა, მისივე სამსახურის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს იმას, რას რაც არის კანონით გათვალისწინებული. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ ვინმე დაგვეჩაგრა, ვინმეს მიმართ გვქონდა უსამართლო დამოკიდებულება.

ასევე გავრცელდა პეტიცია, რომელსაც 200-ზე ცოტა მეტი თანამშრომელი აწერს ხელს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება, თუ როგორ ხდებოდა თანამშრომლების სამსახურებში დაშანტაჟება, ბულინგი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ იმას, რომ მოხდეს ადამიანების დაბულინგება იმისთვის, რომ ვიღაცამ რაღაცას მოაწეროს ხელი ან არ მოაწეროს ხელის. ეს ქმნის ძალიან არაჯანსაღ სიტუაციას სამსახურებში, რაც კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ პრემიებთან დაკავშირებით ჩვენ, ვიმოქმედებთ ისე, როგორც გვეუბნება კანონი. არასდროს გაგვიკეთებია და არც ახლა გავაკეთებთ, რომ ადამიანები დავსაჯოთ რაღაც შეხედულებების გამო, თუმცა აქვე გეტყვით, რომ რეორგანიზაცია ჩვენ მანამდე გვქონდა გამოცხადებული და ძალიან ბევრი, დიდი ცვლილებები იქნება მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved