• რეკლამა
  • კონტაქტი
02:04, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამოცდიდან გამოვედი და მომახალეს, რომ ნაშვილები ვიყავი” – ბიჭი, რომელმაც ტყუპისცალი იპოვა

ალია ავტორი - ალია
13:39 08-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

საგამოცდო ცენტრში ნაპოვნიძმა – ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ.

ირკვევა, რომ რომ ლუკა კულულაშვილი და ლევან მარტაშვილი დედამ ისე გააშვილა, რომ დედობილ-მამობილმა ტყუპისცალის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. მოგვიანებით, როდესაც ლუკას მამა გარდაეცვალა, ბიძამ უამბო, რომ ნაშვილებია და ძმა ჰყავს. ლევანმა ძმის შესახებ კი საგამოცდო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყო.

„გამოცდიდან გამოვედი და მომახალეს ამბავი, რომ ნაშვილები ვიყავი და ძმა მყავდა.

ლუკას კლასელმა მნახა და უთხრა, სკოლასთან შენი ორეული ვნახეო. ამის შემდეგ ლუკა ყოველდღე მეძებდა. მანამდე, ბიძამისმა დამინახა გზაზე და მიცნო. ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა, მაგრამ მიხვდა, რომ ძმები ვიყავით. საგამოცდო ცენტრიდან რომ გამოვედი, ტრასაზე დავინახე. მანქანიდან გადმოვედი და შოკში ჩავვარდი, რადგან საოცრად მგავს. არავის არაფერი უთქვამს, თვითონ მივხვდი ყველაფერს.

როცა ეს ამბავი გავიგე, ჩემს მშობლებთან მივედი და მადლობა გადავუხადე. ვუთხარი, არასდროს დაგივიწყებთ, რომ ამიყვანეთ და გამზარდეთ-მეთქი. ლუკამაც იგივე თქვა“, – იხსენებს ლევანი.

ბიჭები ამბობენ, რომ ერთმანეთს მშობლები გააცნეს და ისეთი ურთიერთობა აქვთ, როგორიც ძმებს უნდა ჰქონდეთ.

„ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ისეთი როგორიც ძმებს უნდა ჰქონდეთ. ამ ამბით გავბედნიერდი, ყოველთვის მინდოდა ძმა მყოლოდა და თითქოს ვგრძნობდი კიდეც, რომ მარტო არ ვიყავი. ამ დროს კი წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ნაშვილები ვიყავი.

შეიძლება ზოგს ეთქვა მშობლებისთვის, რატომ ამიყვანეთ და გამზარდეთო და იმის ძებნა დაეწყო, ვინც გააჩინა. არადა, ვინც მთელი ცხოვრება მოგიძღვნა, აღგზარდა, შენს გამო ყველაფერი დათმო, ისინი არიან მთავარი“

სარკე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved