გამომცემლობა კალმოსანის დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
რაღაც ერთიან სიაზე ბოდავენ… თითქმის 20 წელია ქუჩაში ვდგავარ და მარბევენ… ამ დროს, ორივე პარტიიდან, მქონდა ისეთ ხალხთან უახლოესი კავშირები, შემეძლო სადმე მოვკალათებულიყავი, არ მემუშავა კვირაში 7 დღე და არ მეცხოვრა ხან ქირით, ხან იპოთეკით… სწორედ იმიტომ ვდგავარ ეს დრო ქუჩაში, რომ ხელისუფლების ძალადობას ვაპროტესტებ, იმის მიუხედავად სუბიექტურად მეხება, თუ არა… პრინციპის გამო ვდგავარ და მარბევენ მთელი ეს დრო…ჰოდა, გამორიცხულია ხმა მივცე გაერთიანებას, სადაც იქნება ნაც.მოძრაობა და გახარია… არ მაინტერესებს მაკიაველისეული პოლიტიკური სიბრძნეები და სტრატეგიები…ამას ჩემს გამო არ ვწერ, ძალიან ბევრი ფიქრობს ასე…თუ მაინც გაერთიანდება ოპოზიცია, ან ბიძინას გაუგორებს, ან იმაზე იდიოტები არიან, ჩვენ რომ გვგონია…ამ ბოდვას, სჯობდა დამსხდარიყვნენ და მომავალი მინისტრები წარედგინათ, ნეიტრალური, პარტიის გარეთ მყოფი ხალხი… პარტიებს რომ მორალური და ინტელექტუალური დეფიციტი აქვთ, ამაზე ისიც მეტყველებს რომ 12 წელი ყველაზე მავნებელი და ბოროტი ხელისუფალი ვერ შეცვალეს…














კომენტარები