• რეკლამა
  • კონტაქტი
23:44, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამომყევით, მე გაჩვენებთ როგორ წყდებიან შიმშილით, უექიმობით, უსახლკარობით და უწამლობით ადამიანები.

ალია ავტორი - ალია
20:05 02-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც მუდმივადაა დაკავებული ქველმოქმედებით და არაერთი ოჯახის გაჭირვება მოუტანია საზოგადოებამდე, სოციალურ ქსელში წერს.

“რაღაცის თქმა მინდა რა!

გუშინდელი ტრაგედია, სადაც ორი ქალი და ოთხი ბავშვი ცოცხლად დაიწვა, ვუყურებ როგორ გამოიყენა ყველამ თავის ჭკუაზე, როგორც აქამდე მომხდარი სხვა ტრაგედიები. ვიღაცამ ისიც თქვა, ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენო.

თქვენ მართლა გიჟები ხო არ ხართ? კაია თანამდებობა და მაყუთი არაა? მაძღრები ვერ ხედავთ სხვის შიმშილს არა?

ამ წამს რვაასზე მეტი ბავშვი და ასზე მეტი უპატრონო მოხუცი პირადად მე მაბარია. ყველა ისეთ დღეშია, რამდენი დღეც მე ვერ მივალ, ზუსტად იმდენი დღე იქნებიან მშივრები.

ავადმყოფობის მეშინია, რომ აღარ ვიცი ხოლმე ვინ გავგზავნო საჭმელის მისატანად. ლამის სახლებში დავდივართ სხვებთან, რომ ერთი სადილი საჭმელი გამოვართვათ და შიმშილისგან გალურჯებულ ბავშვებს წავუღოთ. არ გჯერათ არა? ერთი დღე დილიდან გამომყევით და მე გაჩვენებთ როგორ წყდებიან შიმშილით, უექიმობით, უსახლკარობით და უწამლობით ადამიანები.

თქვენი თვალით გაჩვენებთ მარტო თბილისში კი არა, ნებისმიერ რეგიონში სადაც მეტყვით. სოციალური დახმარება რომ ამოგიღიათ ხმალივით და იძახით რომ ხალხს ეხმარებით, გაჩვენოთ რამდენს და რანაირ ხალხს აქვს მოხსნილი, შეჩერებული და დავიწყებული საერთოდ? მერე თუ გინდა იმასაც გაჩვენებთ, ვის აქვს დანიშნული.

ფოტოზე რომ ხედავთ, ასე რამდენი ადამიანი ათენებს ქუჩაში იცით? ძველი საბნები დაგვაქვს მთელი ღამე და ვუტოვებთ, რომ არ გაიყინონ. მაგასაც გაჩვენებთ თუ გამომყვებით. არავისი სტატისტიკა არ მჭირდება, იმისთვის რომ ვიცოდე რამდენი ათასი ბავშვი შიმშილობს ყოველდღე, ჩემი თვალით მაქვს ნანახი.

თქვენ ამ ამბებს როდის იგებთ იცით? როცა ყველასთვის დასანახი დიდი ტრაგედია ხდება, თორემ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა სათითაოდ უპატრონობით იცით? მარტო იმის გამო, რომ გვიან გავიგე, ვერ მივასწარი და ტვინს მიხეთქავს ეხლა, რომ წინა დღეს რომ მივსულიყავი, იქნებ რამე მეშველა.

ვისაც ჰგონია, რომ ქვეყანაში შიმშილი და უმუშევრობა არ არის და სიღარიბე დაძლეულია, უბრალოდ ან გარშემო არ იყურება, ან დიდი ნაბიჭვარია, რომელიც ძვლის და ხორცის გროვებად ხედავს ამდენ უბედურს.

მთავრობა კიდევ ყველა ერთნაირია, ახალიც, ძველიც და ასჯერ ძველიც. უბედურს, ობოლს და საცოდავს არავინ არასოდეს ეხმარებოდა და ეხლაც ეგრეა რა თქმა უნდა. გადაივლის ეს ამბავიც და ყველა ისევ ისეთ უბედურებაში დარჩება, როგორც აქამდე იყო.

თქვენ კიდევ ცვალეთ სკამები და ძალაუფლებები, დაჭამეთ ერთმანეთი პარტიების სახელით და მოგვეცით ახალი აუსრულებელი დაპირებები. ფეხებზე არ გკიდიათ? თქვენს შვილებს ხო არ შიათ და თქვენს დედებს ხო ქუჩაში არ სძინავთ!

ბოდიში რა, გული მერევა უკვე ამდენ დამპალზე!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved