ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი:
“გამარჯობა მეგობრებო!
დღეს მაგრად მიხარია უკრაინის და მოლდოვის წარმატება და კიდევ უფრო მაგრად მტკივა საქართველოს უკუსვლა! პრაქტიკულად გამოიკვეთა უკვე დღევანდელიც და 24 ივნისის შედეგიც!
რას ვიზამთ, რა უნდა ვქნათ, ბრძოლა გრძელდება! ერთი ვიცი, რომ ეს ბრძოლა კიდევ უფრო ხანგრძლივი და რთული ხდება!
გუშინ დიდი დღე იყო უკრაინის ისტორიაში, მაგრამ ომი იქაც გრძელდება, ძალიან რეალური ომი, სადაც ყოველდღიურად ასობით მებრძოლი იღუპება! ურდოსებიც იხოცებიან, ტექნიკასაც უნადგურებენ ჩვენები – ლამასსად დაამიწეს კაი გასისინებული ვერტმფრენი სტინგერით ჩვენებმა, მაგრამ მძიმე ბრძოლებიც გრძელდება!
1 კვირაში 4 თვე ხდება სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან და პუტლერს დღეს იმის თქმაც კი არ შეუძლია, რომ სევეროდონეცკი “თავისუფალია”!
ვერც იტყვის!
უკრაინა გაიმარჯვებს!
სიკვდილი მტერს!
დიდება ერს!
დიდება გმირებს!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს ჩემს სამშობლოს – საქართველოს!”
კომენტარები