• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამოგიშვებთ, მას შემდეგ, რაც ნაცების და ტვ მთავარის მიღება-ჩაბარების აქტს გავაფორმებთო” – რას წერს იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
15:18 01-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33,809

დეპუტატი, იაგო ხვიჩია, მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

“ფერისცვალება.

უკვე თითქმის წელიწად ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ციხეში აღმოვჩნდი.
ციხეში ჯდომა ცუდი ყოფილა, მით უმეტეს ჩემნაირი მოუსვენარი და აქტიური ადამიანისთვის.
ვითომ საავადმყოფოში ვარ, მაგრამ სუფთა ციხეა, თურმე კარს რო მოგიხურავენ, ყველაფერი ციხე ყოფილა. ამაზე პირველად აქ დავფიქრდი. ციხეში ტყუილად არ ვმჯდარვარ, აქ სხვა ბევრ რამესაც მივხვდი.
მივხვდი იმას, რომ ბედის ირონიაა, როცა შენივე დანიშნული მოსამართლე გასამართლებს და გეუბნება ენდე ჩემს სამართლიანობასო. გეგონება მე არ ვიცოდე რისთვის და როგორ შევარჩიე.
თუმცა ახლა ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს, ტყუილად ნერვებს მოვიშლი. გადავწყვიტე, რომ წარსული შეცდომების გამო ვისჯები და ალბათ კარგიც კი არის ასე რო მოხდა, რასაც აქ მივხვდი, სხვაგან ვერსად ვერ მივხვდებოდი.
თავიდან ძალიან განვიცადე, რომ ახლა უკრაინაში არ ვარ, რამხელა შესაძლებლობები გავუშვი ხელიდან, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ომის დროს ციხეზე უსაფრთხო ადგილი არსადაა და ალბათ ასე სჯობდა, რაიმე შარს გადავეყრებოდი იქ.
უკვე შევეგუე, რომ არავის იმედი არ უნდა მქონდეს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არც არასოდეს მქონდა ჩემების იმედი, მაგიტომაც გახდნენ ისეთები, როგორებიც გახდნენ. სამწუხაროდ, ამასაც აქ მივხვდი.
ახლა დილემის წინაშე ვდგავარ, ვფიქრობ ბრძოლა გავაგრძელო თუ დავნებდე?
დანებება ჩემ ხასიათში არ ჯდება. ბავშვობაში ფეხბურთს იმიტომ არ მათამაშებდნენ, რომ ჩვენს კარში გატანილ გოლს არ ვაღიარებდი და ჩხუბს ვიწყებდი, მე მგონი არ იყო სწორი.
დღევანდელი თვალით რო ვუყურებ სჯობდა მეთამაშა, გუნდურ თამაშს უკეთ ვისწავლიდი. წელს ცხოვრებაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატს თავიდან ბოლომდე ვუყურე და მივხვდი რა დამაკლდა.
ბოკერია სულ გაიძახოდა მესი მაგარიაო და ერთხელაც ვერ მაყურებინა თავიდან ბოლომდე. თუმცა ციხეში იმასაც მივხვდი რო ფეხბურთი საინტერესო თამაში ყოფილა და თან მარტო ერთი კაცი არ თამაშობს.
ამასწინათ მეუფე იყო შემოსული, ბიბლია მომიტანა და მითხრა, ყველანი ცოდვილები ვართ ჩემო სულიერო შვილოო, მაგრამ თუ მოვინანიებთ მოგვეტევებაო, უფალი შეისმენსო.
ამან დამაფიქრა, მივხვდი, რომ აქამდეც მქონდა ეს გაგებული, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ახლა კიდევ სხვანაირად შევხედე.
მივხვდი, რომ მართლა უნდა მეფიქრა იმაზე თუ რა დავაშავე და როგორ მოვახერხე, რომ ლამის პატრიარქის მსგავსი ნდობა ქარს გავატანე და ახლა აქ ვზივარ.
მივხვდი, რომ ხალხმა ქვეყნის გადარჩენის შანსის განიავება არ მაპატია და ამის გამო ვზივარ ახლა იქ სადაც ვზივარ.
როცა გარეთ ვიყავი, მეგონა რეფორმების გამო იკლებდა ჩემი რეიტინგი, მარა ახლა ვხვდები, რომ რეფორმები არაფერ შუაში არ იყო, როცა მესამე ვადით დარჩენა გადავწყვიტე მანდ დამერხა, მერე არაფერი არ დამიჯერეს, ან როგორ შეიძლებოდა ამის მერე ჩემზე რამის დაჯერება.
არ ვიცი რა დამემართა და ეს რატომ ჩავიდინე.
ხელისუფლებაში ყოფნა განსაცდელია, ამ დროს საკუთარ თავს არ ჰგავხარ, რაღაცნაირი ექსტაზივითაა, სხვა ენერგიას და სითამამეს გაძლევს. თუმცა არა, ისევ არასწორად ვმსჯელობ, ექსტაზი რა შუაშია, მაინც მაბრალებენ და ნეტა სულ დაექსტაზებულს მემართა ქვეყანა, ბევრად უკეთესად იქნებოდა ჩემი საქმე.
სრულიად ფხიზელმა დავიჯერე, რომ ღმერთი ვიყავი და ეს ბევრად საშიშია, რადგან ვერასოდეს ხვდები, რომ ფხიზელიც გამოსაფხიზებელი ხარ.
ახლაც ფხიზლად ვარ, მაგრამ იოგა დამეხმარა ბევრნაირად შემეხედა სიტუაციისთვის. ციხეში იოგა საინტერესოა, სუნთქვის კონტროლის ხელოვნებას თუ დაეუფლები შეგიძლია შიმშილობასაც კი შეუთავსო.
პირველად მედიტაციისას დავინახე რა უცნაურად გამოიყურება, როცა თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა გინდა შენივე დანიშნული მოსამართლეებით.
მერე ყველაფერი დალაგდა, მაგრამ სჯობდა არ დალაგებულიყო, ნელ ნელა ყველაფერი დავინახე და შემეშინდა.
ყველაზე ცუდი აღმოჩენა რაც ჩემს თავზე, ციხეში გავაკეთე ისაა, რომ აღმოვაჩინე კახა ბენდუქიძეს არ ვიცნობდი, რადგან, როგორც ჩანს, მაშინ მეც ისეთი ვიყავი, როგორც ჩემი პარტიის ლიდერები არიან ახლა, ყველაფერზე ლაპარაკობენ გარდა ბენდუქიძის გაკეთებული საქმისა, რომელიც ვერასოდეს ვერ განხორციელდებოდა, მე რო არ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. ამასწინათ ვიხსენებდი და ვერ გავიხსენე ვინ მირჩია, კახას გვერდით გაწევა, თუმცა მახსოვს არავის ეხატებოდა გულზე.
რთული კაცი იყო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, მის ფასს სანამ ცოცხალი იყო მანამ მივხვედრილიყავი და მისთვის ბოდიში მომეხადა?
ახლა კიდევ სულ ბოდიშებს ვუხდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეუფის მოტანილ ბიბლიას ვკითხულობ… მახსენდება და ღმერთს ვთხოვ მასთან ერთად მეც მომიტევოს შეცდომები.
გირგვლიანის საქმეზე ამასწინათ „შპიგელს“ ვუთხარი, რომ ვანო უნდა მომეხსნა, მაგრამ მაშინ არ გამოდიოდა და ამას ახლა ვერავის ვერ ავუხსნი.
მთავარი, რასაც ციხეში მივხვდი მაინც ისაა, რომ კი არ უნდა დავნებდე, არამედ წაგების აღიარება უნდა ვისწავლო და ასე გავაგრძელო ცხოვრება, თუ მომავალში მოგება მინდა.
სხვათაშორის, ამასაც ფეხბურთის ყურების დროს მივხვდი.
კიდევ უამრავი ცოდვა მიმიძღვის, მაგრამ ბედნიერი ვარ, რადგან ეს გავაცნობიერე და აწი ვიცი, თუ როგორ გამოვასწორო შეცდომები.
და ბოლოს განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან მომცა საშუალება გასული წელიწადნახევრის განმავლობაში შემემეცნებინა იმდენი რამ, რის შემეცნებაც მანამდე მთელი განვლილი ცხოვრების მანძილზე ვერ მოვახერხე.
რაც შეეხება ჩემ მომავალს, ჩემმა ადვოკატმა მირჩია, დაანებე ნაცებს თავი, ეგ პარტია შენ არ შეგეფერება და როცა გარეთ გამოხვალ ბევრად უკეთესს გააკეთებო.
მეც ნახევრად დავუჯერე, ამიტომაც ხდება ახლა ეს დურდომი ნაცებში.
მპირდებიან ცოტა ხანში გამოგიშვებთ, მას შემდეგ, რაც ნაცების და ტვ მთავარის მიღება-ჩაბარების აქტს გავაფორმებთო. როგორც მითხრეს, მხოლოდ ფორმალური პროცედურებია დარჩენილი.

იაგო ხვიჩია”

თეგები: იაგო ხვიჩიამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

12:34 06-18-2025
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved